კრისტეპინი – CRYSTEPIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: კლოპამიდი, დიჰიდროერგოკრისტინი, რეზერპინი/
CLOPAMIDE; DIHYDROERGOCRISTINE; RESERPINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: შეფუთვაში 30 ც.
1 დრაჟე
კლოპამიდი……………………………………5 მგ
დიჰიდროერგოკრისტინი…………        580 მკგ
რეზერპინი…………………………………100 მკგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი. რეზერპინი – სიმპატოლიტიკი, რომელიც აღწევს პოსგანგლონარულ სიმპატური ბოჭკოების პრესინაფსურ განგლიებში, ვეზიკულებიდან ათავისუფლებს ნორეპინეფრინს, ერთდროულად მის უკუტრანსპორტირებას არღვევს და მონოამინოოქსიდაზას ინაქტივაციის პროცესს აძლიერებს. იწვევს ნეირომედიატორების მარაგის გამოფიტვას და არტერიული წნევის მყარ დაქვეითებას. ახდენს ნეირონებში დოფამინის, სეროტონინის და სხვა. ნეირომედიატორების კონცენტრაციის დაქვეითებას, ახასიათებს ანტიფსიქოტური მოქმედება.
გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე ასუსტებს სიმპათიკურ ინერვაციას, ამცირებს გულის შეკუმშვათა რიცხვს და სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას;
ინარჩუნებს პარასიმპათიკური ნერული სისტემის აქტივობას; აღრმავებს და აძლიერებს ფიზიოლოგიურ ძილს, ამუხრუჭებს ინტერორეცეპტულ რეფლექსებს. აძლიერებს კუჭ–ნაწლავის პერისტალტიკას, ზრდის კუჭში HCl–ის პროდუქციას;
ორგანიზმში ანელებს მეტაბოლურ პროცესებს; აიშვიათბს და აღრმავებს სუნთქვით მოძრაობას, იწვევს მიოზს, ჰიპოთერმიას; აქვეითებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ახდენს დადებით მოქმედებას ლიპიდურ და ცილოვან ცვლაზე არტერიული ჰიპერტენზიისას და კორონალური ათეროსკლეროზისას;
აძლიერებს თირკმლის სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს გორგლოვან ფილტრაციას.
კლოპამიდი – არათიაზიდური საშუალო მოქმედების სულფანილამიდური დიურეტიკი., აბლოკირებს Na+ რეაბსორბციას ჰენლეს მარყუჟის კორტიკალური სეგმენტის დონეზე, გამოჰყავს Na+, K+, Cl- და წყალი.
დიჰიდროკრისტინის მეზილატი – აბლოკირებს ალფა–ადრენორეცეპტორებს, იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, აქვეითებს საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას. პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი აჭარბებს ცალკე აღებული ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის ჰიპოტენზიურ ეფექტს. მოქმედების დასაწყისი – მე–4 მე–7 დღე, მყარი ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა 1–4 კვირის შემდეგ.
ჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია.
მიღების წესი და დოზირება:
შიგნით (დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით), საწყისი დოზა – 1 დრაჟე დღეღამეში (დილით); ჰიპოტენზიური ეფექტის უკმარისობისას – 2 დრაჟე დღეღამეში 2 მიღებაზე; შემანარჩუნებელი დოზა – 1 დრაჟე ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით; მძიმე ფორმის არტერიული ჰიპერტენზიისას – 2–3 დრაჟე დღეღამეში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპოკალიემია, ჰოპონატრიემია, ღვიძლის უკამრისობა, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ადისონის დაავადება, ნეფრიტი, არტერიული ჰიპოტანზია, ურემია, გულის ქრონიკული უკმარისობა, ათეროსკლეროზი, ნეფროსკლეროზი, მაოს– ინჰიბიტორებით თანმხლები მკურნალობა, ინფარქტის ქვემწვავე სტადია, ეპილეფსია, პარკინსონის დაავადება, დეპრესია, კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში), ეროზიული გასტრიტი, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, ბრონქიალური ასთმა, ფეოქრომოციტომა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ბრადიკარდია, AV–ბლოკადა, პარკუჭშიგა ბლოკადა, სისხლის დაავადება, ორსულობა, ლაქტაცია, სიფრთხილით – შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა.
გვერდითი მოქმედება:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ძილიანობა, უძილობა, განგაში, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება; დისპეფსია, გულისრევა, ღბინება, დიარეა, ტკივილი მუცელში, მადის დაქვეითება; თორაკალგია; ლორწოვანი გარსის სიმშრალე, გაჭედლი ცხვირი; ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი, თვალის ლორწოვანის ჰიპერემია; ჰიპოკალიემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, ორთოსტატური ჰიპოტანზია, მიასთენია, ასთენია, თრომბოციტოპენია.
მაღალ დოზებში ხანგრძლივი გამოყენებისას – პარესთეზიები, პოტენციის და/ან ლიბიდოს დაქვეითება, გინეკომასტია, შარდის გამოყოფის დარღვევა, აკომოდაციის სპაზმი.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: კოშმარული სიზმრები, პარკინსონიზმი, სტენოკარდია, ბრადიკარდია, არითმია, დეპრესია, ჰიპორეფლექსია, გონების არევა, კომა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება; სიმპტომატური მკურნალობა, მიმართული გულ–სისხლძარღვთა ფუნქციის შენარჩუნებისაკენ, წყალ–მარილოვანი ბალანსის შენარჩუნება.
განსაკუთრებული მითითებები:
ელექტროიმპულსური თერაპიისა და გეგმიური ოპერაციის ჩატარებამდე 7 დღით ადრე შეწყვეტილი უნდა იქნეს პრეპარატის შეყვანა, ხოლო სასწრაფო ოპერაციის შემთხვევაში –  წინასწარ შეყვანილი იქნას ატროპინი.
მკურნალობის დროს საჭიროა: ელექტროლიტებისა და შარდმჟავას კონცენტრაციის კონტროლი სისხლის შრატში, ავადმყოფის ფსიქიური მდგომარეობა (შესაძლებელია დეპრესიის განვითარება), თირკმელების ფუნქცია, სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის (ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით) გაკონტროლება.
ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია დიეტა K+–ის მაღალი შემცველობით. (ხილი, ბოსტნეული, უცხიმო ყველი, თევზი) ან დამატებით K+– ის პრეპარატების დანიშვნა. თუ მონოპთერაპისას არასაკმარისადაა გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტი შეიძლება მისი კომბინირება ბეტა–ადრენობლოკატორებათან ან ვაზოდილატატორებთან.
მკურნალობის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტომანქანის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაობის შესრულებისას (ორთოსტატური ჰიპოტენზიის, მიასთენიის, დაღლილობის შესაძლო განვითარების გამო).
ურთიერთქმედება:
აქვეითებს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, ანტიდეპრესანტების, ანტიკოაგულანტების ეფექტურობას; ამაღლებს Li+ კონცენტრაციას პლაზმაში; ასუსტებს ანტიეპილეფსიური საშუალებების და ლევოდოპას, ქოლინობლოკატორების მოქმედებას, ამცირებს მორფინის ანალგეზიურ ეფექტს; აძლიერებს ადრენომიმეტიკების მოქმედებას. ბარბიტურატები, ეთანოლი, ბეტა–ადრენობლოკატორები, პერიფერიული ვაზოდილატატორები აძლიერებენ ჰიპოტენზიურ მოქმედებას; გლუკოკორტიკოსტეროიდები, არასტეროიდული ანთების საწინაღმდეგო საშუალებები, საფაღარათო სამკურნალო საშუალებები ამცირებენ დიურეზულ, ჰიპოტენზიურ ეფექტს, ზრდიან ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს. მაო–ს ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე აღინიშნება ზომიერ და მძიმე არტერიულ ჰიპერტონია, ჰიპერპირექსია (სხეულის ტემპერატურის ძლიერი მომატება).
მწარმოებელი: LECIVA

გაფრთხილება