ლადისოლი / Ladisol

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფლუკონაზოლი /fluconazole

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკოზური საშუალება სისტემური გამოყენებისთვის, ტრიაზოლის წარმოებული.
ათქ კოდი:
J02AC01
შემადგენლობა

თითოეული მყარი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:
ფლუკონაზოლის 50მგ/150მგ
ფარმაკოლოგიური
თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება, ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას 90%. პერორალური მიღების შემდეგ პიკური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა 1-2 საათში. პლაზმური კონცენტრაციები 50-400მგ დოზების დიაპაზონის პროპორციულია. მრავალჯერადი დოზირება იწვევს პიკური პლაზმური კონცენტრაციების ზრდას; წონასწორული მდგომარეობისას კონცენტრაციები მიიღწევა 6-10 დღეში, მაგრამ შესაძლებელია 2 დღეშიც, დარტყმითი დოზების მიღების შედეგად.
ფლუკონაზოლის ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 საათს და იზრდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.  პლაზმურ ცილებთან უკავშირდება პრეპარატის მხოლოდ 12%.
ბავშვებში პრეპარატის ელიმინაცია უფრო სწრაფია, ვიდრე მოზრდილებში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 23 სთ.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში განაწილების მოცულობა (950მლ/კგ) უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში (700მლ/კგ). მრავალჯერადი დოზების მიღებისას აკუმულაცია ნაკლებია და წონასწორული პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა უფრო სწრაფად, ვიდრე მოზრდილებში.
ფლუკონაზოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ახალშობილებში უფრო ხანგრძლივია ვიდრე მოზრდილებში, საშუალოდ 74 სთ სიცოცხლის პირველ დღეს და 47 სთ სიცოცხლის მე-13 დღეს. განაწილების მოცულობა დაახლოებით 1200მლ/კგ ახალშობილებში.
ფლუკონაზოლის 80% ან მეტი უცვლელი სახით გამოიყოფა  შარდში; დაახლოებით 11% გამოიყოფა მეტაბოლიტის სახით. ფლუკონაზოლის კლირენსი კრეატინინის კლირენსის პროპორციულია. არ შეინიშნება მოცირკულირე მეტაბოლიტები, მაგრამ აკუმულაცია მნიშვნელოვანია 15 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებისას და კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს 2-3-ჯერ.
ხანგრძლივი პლაზმური  ნახევრადგამოყოფის პერიოდის (დაახლოებით 30სთ) გამო სისტემური მდგომარეობების მკურნალობა შესაძლებელია დოზის დღეში ერთხელ მიღებით, ერთჯერადი დოზის მიღებით ვაგინალური კანდიდოზების და დოზის კვირაში ერთხელ მიღებით სხვა ჩვენებების დროს.

ფარმაკოდინამიკა
ფლუკონაზოლი წარმოადგენს  სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, ტრიაზოლის წარმოებულს. გააჩნია მაღალი აფინურობა სოკოს ფერმენტების მიმართ, რომლებიც არის დამოკიდებული ციტოქრომ P-450-ის სისტემაზე. ახდენს 14 ალფა-ლანოსტეროლის დემეთილირების ინჰიბირებას, რაც წარმოადგენს სოკოს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ძირითად მოქმედებას. 14-ალფა-მეთილ სტეროლების აკუმულაცია კორელირებს ერგოსტეროლის შესაბამის დანაკარგთან სოკოს უჯრედის მემბრანაში და შესაძლოა მონაწილეობდეს ფლუკონაზოლის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებაში.

ფლუკონაზოლი აქტიურია Blastomyces dermatitis, Candida sp, Coccidioides immitis, Cryptococcus neoformans, Epidermophyton sp, Histoplasma capsulatum, Microsporum და Trichophyton spp. მიმართ. რეზისტენტობა განვითარდა ზოგიერთ Candida sp.-ში. C. albicans-ის კეტოკონაზოლ-რეზისტენტულ შტამებს გააჩნდათ ჯვარედინი რეზისტენტობა ფლუკონაზოლის მიმართ.
გამოყენების
ჩვენებები
ვაგინალური კანდიდოზი, ოროფარინგეალური კანდიდოზი; ლორწოვანი გარსის კანდიდოზური ინფექციები; კანდიდემია, გავრცელებული კანდიდოზი და სხვა სახის ინვაზიური კანდიდოზური ინფექციები; კრიპტოკოკული მენინგიტი და კრიპტოკოკული ინფექციები; სოკოვანი ინფექციების პრევენცია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ ნეიტროპენიის განვითარების რისკი  აივ ინფექციის შედეგად ან ციტოტოქსიური ქიმიოთერაპიის, რადიოთერაპიის ან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ.
დოზირება
და
მიღების
წესი
მოზრდილები
ოროფარინგეალური კანდიდოზი: 200მგ პირველ დღეს, შემდეგ 100მგ დღეში ერთხელ 14 დღის მანძილზე.
ეზოფაგალური კანდიდოზი: 200მგ პირველ დღეს, შემდეგ 100მგ დღეში ერთხელ 21 დღის მანძილზე.
ვაგინალური კანდიდოზი: 150მგ ერთჯერადი დოზა.
სისტემური კანდიდოზი: 400მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-400 მგ დღეში ერთხელ.
კრიპტოკოკული მენინგიტი: 400მგ დარტყმითი დოზა, შემდეგ 200მგ დღეში ერთხელ 10-12 კვირის მანძილზე, მას შედეგ რაც CFS გახდება კულტურა ნეგატიური.
შემანარჩუნებელი თერაპია რეციდივის ან კრიპტოკოკული მენინგიტის პრევენციისთვის: 100-200 მგ დღეში.
სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნიტეტის დროს: 50-400მგ დღეში ერთხელ ნეიტროპენიის დადგომადმე რამოდენიმე დღით ადრე, ან  7 დღის განმავლობაში ნეიტროფილების რაოდენობის >1000 უჯრედი/მმ3 დროს.
ბავშვები
ლორწოვანი გარსის კანდიდოზი:
<2 კვირის ასაკის: 3მგ/კგ ყოველ 72 საათში.
2-4 კვირის ასაკის:  3მგ/კგ ყოველ 48 საათში.
4 კვირაზე მეტი ასაკის: 3მგ/კგ დღეში ერთხელ.
სისტემური კანდიდოზი:
< 2 კვირის ასაკის:  6-12მგ/კგ ყოველ 72 საათში.
2-4 კვირის ასაკის:  6-12 მგ/კგ ყოველ 48 საათში.
4 კვირაზე მეტი ასაკის: 6-12 მგ/კგ დღეში ერთხელ.
საკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა დაქვეითებული იმუნიტეტის დროს:
< 2 კვირის ასაკის:   3-12 მგ/კგ ყოველ 72 საათში.
2-4 კვირის ასაკის:   3-12 მგ/კგ დღეში ყოველ 48 საათში.
4 კვირაზე ასაკის: 3-12 მგ/კგ დღეში ერთხელ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა შარდით უცვლელი  სახით. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ფლუკონაზოლის დოზა უნდა შეიცვალოს დარღვევის ხარისხის და პაციენტის კრეატინინის კლირენსის შესაბამისად.

  კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) დოზირება (დღიური დოზა)
              >50 24სთ/100%
              21-50 48სთ/50%
              10-20 72 სთ/25%
პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან

რეგულარულ ჰემოდიალიზზე

დოზის 100% ყოველი დიალიზის

შემდეგ

გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: მუცლის ტკივილი, დიარეა, შებერილობა, გულისრევა და ღებინება. სხვა გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია და ღვიძლის ფერმენტების მომატება. პაციენტებში მწვავე თანმხლები დაავადებით, შეინიშნება ღვიძლის სერიოზული ტოქსიურობა. ძალიან იშვიათად: ანაფილაქსია და ანგიოედემა.
კანის რეაქციები იშვიათია, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, უფრო ხშირად აივ ინფექციის მქონე პაციენტებში.
უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების, მოკავშირე აზოლური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
• ორსულობა და ლაქტაცია პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო
ურთიერთქმედება
სხვა
პრეპარატებთან
რიფამპიცინის ფლუკონაზოლთან ერთად გამოყენება იწვევს ფლუკონაზოლის პლაზმური დონის შემცირებას. ჰიდროქლოროთიაზიდის და ფლუკონაზოლის ერთდროული მიღება იწვევს ფლუკონაზოლის პლაზმური  კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვან მომატებას.
ფლუკონაზოლმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმზე და გაზარდოს ისეთი პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციები, როგორიცაა ფენიტოინი, სულფონილშარდოვანას ჰიპოგლიკემიური საშუალებები, ციკლოსპორინი, ნორტრიპტილინი და ზიდოვუდინი. ტერფენადინის კონცენტრაციების მომატება ფლუკონაზოლის მაღალი დოზების მიღების შემდეგ შესაძლოა გამოიწვიოს დარღვევები ეკგ-ზე. ფლუკონაზოლმა ასევე შესაძლოა გააძლიეროს ზოგიერთი ანტიკოაგულანტის ეფექტი (ვარფარინი) და შეასუსტოს თეოფილინის კლირენსი.
განსაკუთრებული
გაფრთხილებები
ფლუკონაზოლი სიფრთხილით  გამოიყენება თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
ფლუკონაზოლის შესწავლა მოხდა ბავშვებში დერმოფიტიის მკურნალობის დროს. იგი არ აღემატებოდა გრიზეოფულვინის ეფექტურობას და საერთო წარმატების მაჩვენებელი შეადგენდა <20%. ამიტომ,  ფლუკონაზოლი არ გამოიყენება დერმოფიტიის სამკურნალოდ.
კრიპტოკოკით გამოწვეული სხვა ლოკალიზაციის ინფექციების (მაგ. ფილტვის და კანის კრიპტოკოკი) დროს, პრეპარატის  ეფექტურობა არ არის დადგენილი, რის გამოც არ არსებობს დოზის რეკომენდაციები.
ფლუკონაზოლით სხვა ფორმის ენდემური მიკოზების, როგორიცაა asparacoccidioidomycosis, lymphocutaneous sporotrichosis and histoplasmosis, მკურნალობის დროს გამოყენების ეფექტურობის მტკიცებულება შეზღუდულია, რის გამოც არ არსებობს დოზის რეკომენდაციები.
ფლუკონაზოლით მკურნალობისას პაციენტებში იშვიათად შიენიშნება კანის ექსფოლიაციური  რეაქციების განვითარება, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი. აივ ინფექციის მქონე პაციენტები პრეპარატების მიღებისას მეტად არიან მიდრეკილნი კანის მწვავე რეაქციების განვითარების მიმართ.
ფლუკონაზოლით ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობისას კანზე გამონაყარის გაჩენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს მოცემული პრეპარატის გამოყენება. ინვაზიური სისტემური სოკოვანი ინფექციის მკურნალობის დროს გამონაყარის გაჩენისას, უნდა მოხდეს პაციენტების სათანადო მონიტორინგი და ფლუკონაზოლის მიღების შეწყვეტა, თუ განვითარდება ბულოზური გამონაყარი ან მულტიფორმული ერითემა.
ორსულობა
და
ლაქტაცია
არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ზემოქმედება
ავოტმობილის
და
მექანიზმების
მართვის
უნარზე
არ შესწავლილა ზემოქმედება ავოტმობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
ადგილი ჰქონდა  ფლუკონაზოლის ჭარბი დოზირების ერთ შემთხვევას. 42 წლის აივ ინფექციის მქონე პაციენტს განუვითარდა ჰალუცინაციები და პარანოიდული ქცევა ფლუკონაზოლის 8200მგ მიღების შედეგად. სიმპტომური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გამოსწორდა 48 საათის განმავლობაში.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში, უნდა მოხდეს სიმპტომური თერაპიის დანიშვნა (შემანარჩუნებელი ზომებით და კუჭის ამორეცხვით, თუ კლინიკურად ნაჩვენებია).
შეფუთვა
50მგ: 7 კაფსულა ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
150მგ: 1 კაფსულა ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის
პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე მშრალ,  ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის
ვადა 36 თვე
გამოშვების ფორმა:
150მგ კაფსულა №1
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Unimax Laboratories, ინდოეთი

გაფრთხილება