ეფექტი C / EPHACT C

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): აცეტილსალიცილის მჟავა, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), კოფეინი/ acetylsalicylic acid, ascorbic acid, caffeine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: აცეტილსალიცილის მჟავა სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
ათქკოდი:  N02BA51.
შემადგენლობა
1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს: აცეტილსალიცილის მჟავას _ 500 მგ, ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) _ 150 მგ, კოფეინს _ 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლიმონმჟავა, სორბიტოლი, სიმინდის სახამებელი, პოლივიდონი, ნატრიუმის ციკლამატი, ნატრიუმის საქარინი, ლიმონის არომატიზატორი, საღებავი Quinoline Yellow (E 104).
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შუშხუნა ტაბლეტები ნაზოლით;
ფარმაკოლოგიური თვისებები
ეფექტი ცე კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი, ანალგეზიური და ანტიაგრეგანტული მოქმედება, რომელიც განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინაქტივაციით. ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილებისა და ცხიმების შეთვისებაში, სისხლის შედედების პროცესში, ქსოვილების რეგენერაციაში, კორტიკოსტეროიდების სინთეზში. ამცირებს ვიტამინ B1, B2, A, E, ფოლის და პანთოტენის მჟავაზე ორგანიზმის მოთხოვნილებას.
ვიტამინი C ააქტიურებს ორგანიზმის დამცველობით მექანიზმებს.
კოფეინი ზრდის ზურგის ტვინის რეფლექსურ აგზნებადობას, აღაგზნებს სუნთქვისა და სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრებს, აფართოებს ჩონჩხის კუნთების, თავის ტვინის, გულისა და თირკმლების სისხლძარღვებს. იგი ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას. ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობას.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავა სწრაფად აბსორბირდება წვრილი ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან და მცირე რაოდენობით – კუჭის საშუალებით.
კუჭში საკვების არსებობა მნიშვნელოვნად ცვლის მის შეწოვას.
აცეტილსალიცილის მჟავა მეტაბოლიზდება ღვიძლში. მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ცვალებადია.
დაახლოებით 80% უკავშირდება პლაზმის ცილებს.
სალიცილატები ადვილად აღწევენ ორგანიზმის მრავალ ქსოვილებში და სითხეებში. სწრაფად გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, მცირე რაოდენობით აღინიშნება დედის რძეში.
აცეტილსალიცილის მჟავა გამოიყოფა თირკმლების საშუალებით, როგორც შეუცვლელი, ასევე მეტაბოლიტების სახით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 2-4 სთ-ს. პერორალური მიღებისას ასკორბინის მჟავა მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 10-20 მკგ/მლ-ს, ხოლო კავშირი პლაზმის ცილებთან – 25%-ს.
პერორალური მიღებისას კოფეინი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
იგი მეტაბოლიზდება ღვიძლში. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით, მეტაბოლიტების სახით.
ჩვენებები
• სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომი (მათ შორის თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, კბილის ტკივილი);
• ცხელება გაციების და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს.
მიღების წესები და დოზები
ეფექტი ცე მიიღება ჭამის შემდეგ. ტაბლეტი იხსნება ერთ ჭიქა წყალში.
მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (არა უმეტეს 5 ტაბლეტისა დღეში).
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, გასტრალგია, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად _ თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ხანგრძლივი მიღებისას _ რკინადეფიციტური ანემია;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება;
ნერვული სისტემის მხრივ: ხანგრძლივი მიღებისას _ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობისა და სმენის დარღვევა, უძილობა, ასთენია;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება;
სხვა: ხანგრძლივი მიღებისას _ სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რეის სინდრომი ბავშვებში, მეტაბოლური აციდოზი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების ფაზაში; ჰემოფილია; ჰემორაგიული დიათეზი; თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; გლაუკომა; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; ბრონქული ასთმა; თირეოტოქსიკოზი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; 16 წლამდე ასაკი (იზრდება რეის სინდრომის განვითარების რისკი).
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.
განსაკუთრებული მითითებები
ეფექტი ცე სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ბრონქული ასთმის (რადგანაც აცეტილსალიცილის მჟავას შეუძლია ბრონქული ასთმის შეტევის პროვოცირება ასთმით დაავადებულ პაციენტებში), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების ან სისხლდენების დროს.
აცეტილსალიცილის მჟავას მცირე რაოდენობაც კი ამცირებს შარდმჟავა მარილების გამოყოფას ორგანიზმიდან, რაც პოდაგრის შეტევის მიზეზი შეიძლება გახდეს.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებითა და ანტიკოაგულანტებით (იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი).
პრეპარატის მაღალი დოზით მიღებისას ვითარდება ჰიპოგლიკემიური ეფექტი, აქედან გამომდინარე პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს.
სიფრთხილეა საჭირო ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, ვინაიდან დიდია სისხლდენის განვითარების რისკი.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჰიპოგლიკემია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, მხედველობისა და სმენის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტაქიკარდია.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ეფექტი ცე-ს და პერორალური კონტრაცეპტივების, ციმეტიდინის ერთდროული გამოყენება ანელებს კოფეინის მეტაბოლიზმს ღვიძლში. ბარბიტურატები აჩქარებს კოფეინის მეტაბოლიზმს. კოფეინის გავლენით ფერხდება თეოფილინის გამოყოფა.
კოფეინი აძლიერებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, რეზერპინის და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას. პრეპარატის სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, მეტოტრექსატთან ერთდროული გამოყენება ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს.
გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან კომბინირებული გამოყენება ზრდის სისხლდენის განვითარების რისკს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ამცირებს ალდოსტერონის ანტაგონისტების, მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებების, ჰიპოტენზიური და პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობას.
კოფეინი ამცირებს ბარბიტურატების, ანტიჰისტამინური და ანქსიოლიზური საშუალებების სედატიურ ეფექტს.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მჭიდროდ დახურულ ტუბში, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გამოშვების ფორმა: შუშხუნა ტაბლეტი #10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

გაფრთხილება