პმს-ონდანსეტრონი

პმს-ონდანსეტრონი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პმს-ონდანსეტრონი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ონდანსეტრონი/ondansetron

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატები ციტოსტატიური თერაპიის დროს

შემადგენლობა
პრეპარატი Ppms-ონდანსეტრონი (pms- ONDANSETRON) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს.

ჩვენებები
პმს-ონდანსეტრონი გამოიყენება გულისრევისა და ღებინების საპროფილაქტიკოდ, სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიო- და სხივური თერაპიის ჩატარების დროს; აგრეთვე ოპერაციის შემდგომ პერიოდში გულისრევისა და ღებინების საროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები
ინდივიდუალური, ჩვენებისა და მკურნალობის სქემის მიხედვით.
მოზრდილებში ღებინების მაღალი სიხშირით მიმდინარე ქიმიოთერაპიის შემდგომ მეორე დღიდან ინიშნება 8მგ პმს-ონდანსეტრონი ყოველ 8 საათში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე
ღებინების დაბალი სიხშირით მიმდინარე ქიმიო- და სხივური თერაპიისა დაწყებამდე 1-2 საათით ადრე ინიშნება 8მგ პმს-ონდანსეტრონი, ხოლო ქიმიოთერაპიის შემდგომ 8მგ 2-ჯერ დღეში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში გულისრევისა და ღებინების საპროფილაქტიკოდ ინიშნება 16მგ პმს-ონდანსეტრონი ანესთეზიამდე 1 სთ-ით ადრე ბავშვებში (4-დან 12 წლამდე) ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში ინიშნება 4მგ ყოველ 8 საათში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე.

გვერდითი მოვლენები
• თავის ტკივილი; იშვიათად ტრანზიტორული ხასიათის მხედველობის დარღვევები და თავბრუსხვევა, უნებლიე მოძრაობები;
• იშვიათად – ტკივილი მკერდის არეში, არითმიები, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია;
• ყაბზობა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, სისხლის პლაზმის ტრანსამინაზების დონის ტრანზიტორული გაზრდა.
• ალერგიული რეაქციები – ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება; ცალკეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური რეაქციები
• თავსა და ეპიგასტრალურ არეში სითბოსა და სისხლის მოდინების შეგრძნება

უკუჩვენება
ორსულობის I ტრიმესტრი, მომატებული მგრძნობელობა პმს-ონდანსეტრონის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში ღვიძლისა ფუნქციის ზომიერი და გამოხატული დარღვევებით არ არის რეკომენდებული 8მგ/დღეში დოზის გადაჭარბება.
პმს-ონდანსეტრონი სიფრთხილით ინიშნება მუცლის ღრუზე ოპერაციული ჩარევის დროს, რადგან მისმა გამოყენებამ შესაძლოა მოახდინოს პროგრესირებადი ნაწლავური გაუვალობის შენიღბვა.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 2-3ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 4მგ ტაბლეტი #100 8მგ ტაბლეტი #100
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Pharma science, კანადა

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook