პავულონი 4

პავულონი 4. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პავულონი 4  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): პანკურონიუმის ბრომიდი/
PANCURONIUM BROMIDE

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პერიფერიული მოქმედების მიორელაქსაციური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 1, 5, 10, 25, 50 და 100 ც.
1 მლ 1 ამპ.
პანკურონიუმის ბრომიდი……………..  2 მგ 4 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
საშუალო ხანგრძლიობის არადეპოლარიზებული მიორელაქსანტი. აბლოკირებს  მამოძრავებელი ნერვებიდან ჩონჩხის კუნთების ნ–ქოლინორეცეპტორებზე იმპულსების გადაცემას. კუნთების დამბლა ვითარდება ეტაპობრივად შემდეგი თანმიმდევრობით: თვალის ამწევი კუნთები, საღეჭი კუნთები, კიდურების კუნთები, მუცლის კუნთები, სახმო ნაპრალი, ნეკნთაშუა კუნთები და დიაფრაგმა. არ იწვევს კუნთების კრუნჩხვას; სხვა მიორელაქსანტებისგან განსხვავებით იშვიათად იწვევს ჰისტამინის გამოთავისუფლებას (ძალიან იშვიათად ბრონქოსპაზმს და სხვა ალერგიულ რეაქციებს); ახდენს სუსტ მ–ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას. სპეციფიურ ანტაგონისტს წარმოადგენს ანტიქოლინესთრაზული სამკურნალო საშუალებები.  საწყისი ერთჯერადი დოზის ვენაში შეყვანისას მოქმედება იწყება 1 წთ; ინტუბაციის დრო – 2–3 წთ. მოქმედების მაქსიმუმი მიიღწევა 3–4.5 წთ–ში (დოზაზეა დამოკიდებული); მაქსიმალური ეფექტი გრძელდება 35–45 წთ–ს, იზრდება განმეორებითი დოზისას, საშუალო ხანგრძლიობა – 6–წთ.

ჩვენებები:
ჩონჩხის კუნთბის რელაქსაცია (ზოგადი ნარკოზით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციისას, მათ შორის, საკეისრო კვეთისას);
კრუნჩხვითი სინდრომი (მათ შორის, ტეტანუსი, კრუნჩხვები გამოწვეული სხვა სამკურნალო წამლების დოზის გადაჭარბებით ან ელექტროდენის მოქმედებით).

მიღების წესი და დოზირება:
მხოლოდ ვენაში. დოზის შერჩევისას უნდა განისაზღვროს ზოგადი ანესთეზიის სახე, ოპერაციის ხანგრძლიობა, მანამდე ან ანესთზიის დროს მიღებული სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება.
მოზრდილებში – საწყისი დოზა 40–100მკგ/კგ, ენდოტრაქეული ინტუბაციისას – 60–100მკგ/კგ. ინტუბაციისთვის პირობები იქმნება 100მკგ/კგ დოზისას 90–120 წმ–ში, 80მკგ/კგ შეყვანისას – 120–150 წთ–ში. აუცილებლობისას კუნთოვანი რელაქსაციის შესანარჩუნებლად დოზას ზრდიან 10–20მკგ/კგ–ით ყოველ 20–60წთ–ში.
ახალშობილებში (4 კვირამდე) – 10–20მკგ/კგ. 1 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით გამოიყენება იგივე დოზა რაც დიდებში.
თუ პანკურონის ბრომიდი სუქსამეტონიუმის შეყვანის შემდეგ გამოიყენება, მაშინ დოზა უნდა შემცირდეს.
ბავშვებში და მოზრდილებში საწყისი დოზა 20–60მკგ/კგ, დოზის შემდგომო ზრდა ხდება 10–20მკგ/კგ–ით.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის, ჰისტამინისა და ბრომიდების მიმართ).
სიფრთხილით: ბრონქების კიბო, ტაქიკარდია, დეჰიდრატაცია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის უკმარისობა, ჰიპერთერმია, ჰიპოთრმია;
ნერვ–კუნთოვანი დაავადებები: პოლიომიელიტი (ნარჩენი მოვლენები), myasthenia gravis, სუნთქვის ფუნქციის დარღვევა (მათ შორის სუნთქვის დათრგუნვა), ორსულობა, ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შედარებით ხშირად – არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია; იშვიათად – ჰიპოტენზია; სიხშირე არ არის ცნობილი – არითმია (მათ შორის, ბრადიკარდია), ავთვისებიანი ჰიპერტონული კრიზი.
ალერგიული რეაქციები: შედარებით ხშირად – კანის ქავილი, კანზე გამონაყარი; იშვიათად – ბრონქოსპაზმი, შეშუპება, ერითემა; სიხშირე არ არის ცნობილი – ჭინჭრის ციება, ლარინგოსპაზმი.
ადგილობრივი რეაციები: შეყვანის ადგილის ჰიპერემია და მტკივნეულობა.
სხვა: შედარებით ხშირად – ნერწყვდენა; სიხშირე არ არის ცნობილი – თვალშიგა წნევის მომატება, მიოგლობინემია და მიოგლობინურია, გამოწვეული რაბდომიოლიზით (განსაკუთრებით ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა).

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, კოლაპსი, სუნთქვის დარღვევა–დაკავშირებული სუნთქვაში მონაწილე კუნთების დამბლასთან, შოკი.
მკურნალობა: სუნთქვის ხელოვნური აპარატის გამოყენება, მიორელაქსაციური ეფექტის მოსახსნელად ქოლინესთერაზის ინჰიბიტორების გამოყენება (ნეოსტიგმინი, პირიდოსტიგმინი), მ–ქოლინობლოკატორებთან ერთად (ატროპინი);
სიმპტომატური თერაპია.

განსაკუთრებული მითითებები:
პანკურონის ბრომიდის მიღება შეიძლება მხოლოდ სტაციონარის პირობებში, შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის არსებობისას (მათ შორი, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი) ექიმი ანესთეზიოლოგის მიერ.
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლისა და/ან თირკმელების ფუნქციის დარღვევით, გულის ქრონიკული უკმარისობით, ნერვ–კუნთოვანი დაავადებებით, ასაკოვნებში.
პრეპარატის მოქმედებას ზრდის ჰიპოკალიემია, ჰიპერმაგნიემია, ჰიპოკალციემია, ჰიპოპროტეინემია, დეჰიდრატაცია, აციდოზის მდგომარეობა, ჰიპერკაპნია, კახექსია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პანკურონის ბრომიდის ანტაგონისტებს წარმოადგენს ანტიქოლინესთერაზული საშუალებები.
პრეპარატის მოქმედებას აძლიერებს მისი კომბინირება სანარკოზე საშუალებებთან, ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან, დიურეტიკებთან, ბატა – და ალფა – ადრენომაბლოკირებელ საშუალებებთან, მაო–ს ინჰიბიტორებთან, დიფენინთან, ქინიდინთან, მეტრონიდაზოლთან, ნიტროგლიცერინთან, დიაზეპამთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან;

ასუსტებს: პროპანიდიდთან, ნორადრენალინთან, თეოფილინთან, ჰეპარინთან, აზატიოპრინთან, კალიუმის ქლორიდთან, ნატრიუმის ქლორიდთან, კალციუმის ქლორიდთან ერთად გამოყენება.

მწარმოებელი: ORGANON

გაფრთხილება