ჟანინი

ჟანინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ჟანინი აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დიენოგესტი, ეთინილესტრადიოლი/
DIENOGEST; ETHINYLESTRADIOL

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მონოფაზური ორალური კონტრაცეპტივი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: ბლისტერზე 21 დრაჟე, შეფუთვაში 1 და 3 ბლისტერი.
1 დრაჟე
დიენოგესტი           ……………….  2.0 მგ
ეთინილესტრადიოლი ……….      30 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საქაროზა, გლუკოზის სიროფი, პოლივიდონი, მაკროგოლი 35000, კალციუმის კარდონატი, ტიტანის დიოქსიდი, კარნაუბის ცვილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჟანინი დაბალდოზირებული მონოფაზური პერორალური კომბინირებული ესტროგენ-გესტაგენური კონტრაცეპციული პრეპარატია.
ჟანინის კონტრაცეპციული ეფექტი ხორციელდება შემდეგი მექანიზმებით:
– ჰიპოთალამო-ჰიპოფიზური რეგულაციის დონეზე ოვულაციის დათრგუნვა;
-ცერვიკალური სეკრეტის თვისებების ცვლილება, რის შედეგადაც იგი სპერმატოზოიდისთვის ძნელად შესაღწევი ხდება;
– ენდომეტრიუმის ცვლილება, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია.
პერორალური კონტრაცეპტივების, მათ შორის ჟანინის მიღების ფონზე მენსტრუალური ციკლი ხდება უფრო რეგულარული, იკლებს მტკივნეული მენსტრუაციების რიცხვი, მცირდება მენსტრუალური გამონადენის ინტენსივობა, რის შემდეგადაც მცირდება რკინადეფიციტური ანემიის განვითარების რისკი.

ფარმაკოკინეტიკა:
დიანოგესტი
აბსორბცია: პერორალურად მიღებისას დიენოგესტი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება.
დიენოგესტის შრატისმიერი კონცენტრაციის პიკი აღინიშნება 2.5 სთ-ში მისი ერთჯერადი დოზით შეყვანისას. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მისი პერორალურად მიღებისას შეადგენს დაახლოებით 96%-ს.
განაწილება: დიენოგესტი უკავშირდება შრატისმიერ ალბუმინებს და არ უკავშირდება სასქესო ჰორმონ შემაკავშირებელ გლობულინს, ან კორტიკოსტეროიდშემაკავშირებელ გლობულინს. სტეროიდის საერთო რაოდენობის დაახლოებით 10% იმყოფება თავისუფალ მდგომარეობაში, ხოლო 90% არასპეციფიკურ კავშირში იმყოფება ალბუმინებთან.
მეტაბოლიზმი: დიენოგესტი მთლიანად მეტაბოლიზდება უპირატესად ჰიდროქსილირების გზით და აგრეთვე ჰიდროგენიზაციის, კონიუგირების და არომატიზაციის გზით, ენდოკრინულად არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. მისი საერთო კლირენსი შრატიდან შეადგენს 3.-3.7 ლ/სთ-ში.
ელიმინაცია: დიენოგესტის T1/2 შეადგენს 8.5-10.5 სთ-ს. მისი უმნიშვნელო რაოდენობა შეცვლელი სახით ექსკრეგირდება შარდით. მისი მეტაბოლიტები (T1/2 14.4 სთ) ძირითადად ელიმინირდებიან თირკმელებისა და ნაღველის საშუალებით, შეფარდებით 3:1.
წონასწორული კონცენტრაცია: დიენოგესტის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს გლობულინშემაკავშირებელი სასქესო ჰორმონების დონე სისხლის შრატში. პრეპარატის ყოველდღიურად მიღების დროს დიენოგესტის შრატისმიერი მაჩვენებელი იზრდება დაახლოებით 1.5-ჯერ.
ეთინილესტრადიოლი
აბსორბცია: პერორალურად მიღებისას ეთინილესტრადიოლი სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება.
სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია (67 პგ/მლ) მიიღწევა 1,4 სთ-ში. შეწოვისა და ღვიძლში პირველი გავლის შემდეგ ეთინილესტრადიოლი მეტაბოლირდება, რის შედეგადაც მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 44%. ეთინილესტრადიოლი პრაქტიკულად მთლიანად (98%) არასპეციფიურად უკავშირდება ალბუმინებს. იგი ახდენს ჰშსგ სეკრეციის ინდუცირებას. Cdშეადგენს 2.8-8.6 ლ/კგ.
მეტაბოლიზმი: ეთინილესტრადიოლი წვრილი ნაწლავის ლორწოვანში და ასევე ღვიძლში განიცდის პრესისტემულ კონიუგაციას, მეტაბოლირდება ძირითადად არომატული ჰიდროქსილირებით. მისი საერთო კლირენსი შრატიდან შეადგენს 2.3-7 მლ/წთ/კგ-ში.
ელიმინაცია: სისხლის შრატში კონცენტრაციის შემცირება ატარებს ორფაზიან ხასიათს (T1/2 1 სთ და T1/2 10-20 სთ) შეუცვლელი სახით არ გამოიყოფა მისი მეტაბოლიტები (T1/2 24 სთ) ძირითადად ელიმინირდებიან თირკმელებისა და ნაღველის საშუალებით, შეფარდებით, 4:6.
წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა ციკლის მეორე ნახევარში.

ჩვენებები:
კონტრაცეპცია (არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება).

მიღების წესი და დოზირება:
დრაჟეს მიღების დრო და მეთოდი
ბლისტერი შეიცავს 21 დრაჟეს, ყოველი დრაჟე აღნიშნულია კვირის იმ დღით, როცა ის უნდა მიიღონ.
– დრაჟეს მიღება საჭიროა ერთსა და იმავე დროს ყოველ დღე, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. ქალი უნდა მიყვეს ისრის მიმართულებას, სანამ არ მიიღებს ყველა დრაჟეს. შემდეგი 7 დღის განმავლობაში პრეპარატის მიღება საჭირო არ არის. მენსტრუაცია (მოხსნის სისხლდენა) უნდა დაიწყოს ამ 7 დღის განმავლობაში. ჩვეულებრივ იგი იწყება ბოლო დრაჟეს მიღებიდან მე-2-3 დღეს.
– 7 დღიანი შესვენების შემდეგ (მე-8 დღეს) ქალმა უნდა დაიწყოს შემდეგი შეფუთვის დრაჟეს მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ სისხლდენა ჯერ არ შეწყვეტილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი ახალი შეფუთვის მიღებას დაიწყებს კვირის ერთსა და იმავე დღეს და რომ მოხსნის სისხლდენა დაიწყება კვირის დაახლოებით ერთსა და იმავე დღეს.
ჟანინის პირველი შეფუთვის მიღება
როდესაც წინა თვეში არ გამოიყენებოდა არანაირი ჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება: ჟანინის მიღების დაწყება საჭიროა ციკლის პირველ დღეს, ანუ მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს. ქალმა უნდა მიიღოს კვირის შესაბამისი დღით აღნიშნული დრაჟე. შემდე უნდა მიყვეს კვირის დღეებს მითითების შესაბამისად. პრეპარატის მიღება ქალმა შეიძლება დაიწყოს მენსტრუაციის მე-2-5 დღეს, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება პირველი შეფუთვის დრაჟეების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში.
სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივებიდან გადასვლისას: ქალმა ჟანინის მიღება შეიძლება დაიწყოს იმ დღის შემდეგ, როცა მიიღებს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის შეფუთვის ბოლო დრაჟეს (ანუ დრაჟეებს შორის შესვენება არ არის) თუ მიმდინარე შეფუთვა შეიცავს 28 დრაჟეს, ჟანინის მიღების დაწყება შეიძლება უკანასკნელი აქტიური დრაჟეს მიღების შემდეგ დღეს. თუ ქალი დარწმუნებული არ არის, რომელია ეს დრაჟე უნდა, მიმართოს ექიმს. ჟანინის მიღების დაწყება უნდა მოხდეს არაუგვიანეს ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ (21 დრაჟეს შემცველი პრეპარატებისათვის) ამ უკანასკნელი არაქატიური დრაჟეს მიღების შემდეგ (შეფუთვაში 28 დრაჟეს შემცველი პრეპარატებისთვის).
მხოლოდ გესტაგენის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივებიდან გადასვლისას (მინიპილი):მინი-პილის მიღება შეიძლება შეწყვიტონ ნებისმიერ დღეს და ამავე დროს შემდეგ დღეს დაიწყოს ჟანინის მიღება.
დრაჟეს მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდის გამოყენება.
ინექციური კონტრაცეპტივიდან ან იმპლანტატიდან გადასვლისას: ქალმა ჟანინის მიღება უნდა დაიწყოს იმ დღიდან, როდესაც უნდა გაკეთებულიყო შემდგომი ინექცია ან იმპლანტატის ამოღების დღეს. დრაჟეს მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში აუცილებელია კონტრაცეპციის დამატებით ბარიერული მეთოდის გამოყენება.
მშობიარობისა და მეორე ტრიმესტრის აბორტის შემდეგ: პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს 21-28-ე დღეს. თუ დრაჟეს მიღება დაწყებულია უფრო გვიან, საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება.
აბორტი პირველ ტრიმესტრში: პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება დაუყოვნებლივ. არ არის საჭირო კონტრაცეპციის დამატებითი, არაჰორმონალური მეთოდების გამოყენება.
გამოტოვებული დრაჟეს მიღება
თუ დრაჟეს რიგითი მიღების დაგვიანება 12 საათზე ნაკლებია ჟანინის კონტრაცეპციული ეფექტი ინახება. დრაჟეს მიღება საჭიროა გახსენებისთანავე. შემდეგი დრაჟე ქალმა უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს.
თუ ქალმა დრაჟეს მიღება დააგვიანა 12 საათზე მეტი, ჟანინის ჩასახვის საწინააღმდეო საიმედოობა შეიძლება შემცირდეს. ყოველი ახალი გამოტოვებული დრაჟე კიდევ უფრო ამცირებს კონტრაცეპციულ საიმედოობას. ორსულობის განსაკუთრებით დიდი რისკი არსებობს შეფუთვის საწყისი ან ბოლო დრაჟეს მიღების გამოტოვების შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ქალმა შეიძლება იხელმძღვანელოს შემდეგი წესებით:
გამოტოვებულია შეფუთვის ერთ დრაჟეზე მეტი:
– საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
– ერთი დრაჟე გამოტოვებულია პრეპარატის მიღების პირველ კვირას: ქალმა გამოტოვებული დრაჟე უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად, გახსენებისთანავე (მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ორი დრაჟეს ერთად მიღებას) და შემდეგი დრაჟე უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს.
– შემდეგი 7 დღის განმავლობაში ქალმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეპციის დამატებითი ბარიერული მეთოდები. თუ სქესობრივ კონტაქტს ადგილი ჰქონდა დრაჟეს გამოტოვებამდე ერთი კვირის განმავლობაში, აუცილებელია ორსულობის არსებობის შესაძლებლობის გათვალისწინება.
– საჭიროა ექიმთან სასწრაფო კონსულტაცია.
ერთი დრაჟე გამოტოვებულია პრეპარატის მიღების მეორე კვირას:
ქალმა გამოტოვებული დრაჟე უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად გახსენებისთანავე (მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ორი დრაჟეს ერთად მიღებას) და შემდეგი დრაჟე უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს.
– იმ შემთხვევაში, თუ გამოტოვებული პირველი დრაჟეს წინა დრაჟეებს ქალი იღებდა სწორად, არ არსებობს დამატებითი კონტრაცეპციით აუცილებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აგრეთვე ორი და მეტი დრაჟეს გამოტოვებისას, ქალმა უნდა გამოიყენოს კონტრაცეპციის დამატებით ბარიერული მეთოდები 7 დღის განმავლობაში.
ერთი დრაჟე გამოტოვებულია პრეპარატის მიღების მესამე კვირაში:
– ქალმა შეიძლება აირჩიოს შემდეგი ორი გამოსავალიდან ნებისმიერი, აუცილებელი არ არის დამატებითი ჩასახვის საწინააღმდეგო ქალმა გამოტოვებული დრაჟე უნდა მიიღოს რაც შეიძლება სწრაფად, გახსენებისთანავე (მაშინაც კი, თუ ეს ნიშნავს ორი დრაჟეს ერთად მიღებას) შემდეგი დრაჟე უნდა მიიღოს ჩვეულებრივ დროს. შემდგომი შეფუთვის მიღების დაწყება საჭიროა მიმდინარე შეფუთვის დამთავრებისთანავე, ამგვარად შეფუთვებს შორის შესვენება არ იქნება. მოხსნის სისხლდენა ნაკლებ სავარაუდოა, სანამ არ დამთავრდება მეორე შეფუთვის დრაჟეები, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს მენსტრუაციათაშორის სისხლიანი გამონადენი და სისხლდენები პრეპარატის მიღებისას. თუ შეფუთვების მიღებებს შორის შესვენებისას მოსალოდნელი მენსტრუაცია არ იწყება, უნდა გამორიცხოს ორსულობა. ახალი შეფუთვის მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
რეკომენდაციები ღებინებისა და დიარეის შემთხვევაში:
თუ ღებინება ან დიარეა (კუჭის აშლილობა) აღინიშნა ჟანინის დრაჟეს მიღებიდან 3-4 საათში, აქტიური ნივთიერებები შეიძლება სრულად არ აბსორბირდეს. ეს სიტუაცია ჰგავს პრეპარატის მიღების გამოტოვებას. ამიტომაც ქალმა უნდა გამოიყენოს გამოტოვებული დრაჟეს ინსტრუქციები.
მენსტრუაციის დაწყების გადადება
– ქალს შეუძლია მენსტრუაციის დაწყების დროის გადაწევა თუ ჟანინის შემდგომი შეფუთვის მიღებას დაიწყებს მიმდინარე შეფუთვის დამთავრებისთანავე. ამ შეფუთვის დრაჟეს მიღების გაგრძელება ქალს შეუძლია იმდენ ხანს, რამდენსაც მოინდომებს ან სანამ ეს შეფუთვა არ დამთავრდება. თუ ქალს სურს, რომ დაეწყოს მენსტრუაცია, მან უნდა შეწყვიტოს დრაჟეების მიღება. მეორე შეფუთვიდან ჟანინის დრაჟეების მიღების დღეებში შეიძლება აღინიშნოს მენსტრუაციათაშორის სისხლიანი გამონადენი ან უეცარი სისხლდენები. შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყება საჭიროა ჩვეულებრივი 7 დღიანი შესვენების შემდეგ.
მენსტრუაციის დაწყების დღის ცვლილება
თუ ქალს სურს მენსტრუაცის დაწყების დღის შეცვლა უნდა შეამოკლოს (მაგრამ არ გაზარდოს) შეფუთვებს შორის თავისუფალი დროის ინტერვალი. მაგალითად, თუ ქალის მენსტრუალური ციკლი იწყება პარასკევს და ქალს სურს, რომ შემდგომში იგი დაიწყოს სამშაბათს (3 დღით ადრე) შემდეგი შეფუთვის მიღება უნდა დაიწყოს ჩვეულებრივზე 3 დღით ადრე. თუ დრაჟეს მიღებისგან თავისუფალი პერიოდი ძალიან მოკლე იქნება (მაგალითად 3 დღე ან ნაკლები), შესვენებისას მენსტრუაცია შეიძლება არ დაიწყოს. ამ შემთხვევაში შეიძლება შემდგომი შეფუთვის დრაჟეების მიღებისას აღინიშნოს უეცარი სისხლდენა ან მენსტრუაციათაშორისო სისხლიანი გამონადენი.

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს ჟანინის მიღების პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვეულებრივ გარდამავალია:
◄ სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და დაჭიმულობა; სარძევე ჯირკვლების გადიდება; სარძევე ჯირკვლებიდან გამონადენი; მენსტრუაციათაშორის სისხლიანი გამონადენი; თავის ტკივილი; შაკიკი; ლიბიდოს ცვლილება; გუნება-განწყობის ცვლილება/დაქვეითება; კონტაქტური ლინზების ცუდი ატანა; მხედველობის დარღვევები; გულისრევა; ღებინება; ტკივილები მუცლის არეში; ვაგინალური სეკრეციის ცვლილებები; კანის გამონაყარი; კვანძოვანი ერითემა; მულტიფორმული ერითემა; გენერალიზებული ქავილი; ქოლესტაზური სიყვითლე; სითხის შეკავება; სხეულის მასის ცვლილება; ალერგიული რეაქციები. იშვიათად – მომატებული დაღლილობა, დიარეა.
◄ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს ქლოაზმა, განსაკუთრებით ანამნეზში ორსულების ქლოაზმის მქონე ქალებში.
◄ ისევე როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, იშვიათად შეიძლება განვითარდეს თრომბოზი და თრომბოემბოლია.

უკუჩვენებები:
* თრომბოზები (ვენური და არტერიული) და თრომბოემბოლიები აწმყოში ან ანამნეზში (მათ შორის ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, მიოკარდიის ინფარქტი, ცერებროვასკულარული დარღვევები);
* თრომბოზის წინამორბედი მდგომარეობები (მათ შორის ტრანზიტორული იშემიური შეტევები, სტენოკარდია) აწმყოში ან ანამნეზში;
* ანამნეზში შაკიკი ადგილობრივი ნევროლოგიური სიმპტომებით;
* შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით;
* ვენური ან არტერიული თრომბოზის მრავლობითი ან გამოხატული რისკფაქტორები, მათ შორის გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანება, გულის რიტმის დარღვევა, თავის ტვინის სისხლძარღვების ან გულის კორონარული არტერიების დაავადებები; არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;
*ანამნეზში აწმყოში ან წარსულში არსებული პანკრეატიტი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერემიით ღვიძლის უკმარისობა ამ ღვიძლის მძიმე დაავადებები (მანამდე სანამ ღვიძლის ტესტები ნორმაში არ ჩადგება);
* აწმყოში ან ანამნეზში ღვიძლის სიმსივნეები (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი);
* გამოვლენილი ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების) ან ეჭვი მათზე;
* გაურკვეველი გენეზის ვაგინალური სისხლდენა;
* ძუძუთი კვების პერიოდი (პირველი 6 თვე);
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატ ჟანინის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
* ხანგრძლივი მობილიზაცია, სერიოზული ქირურგიული ჩარევა, ქირურგიული ოპერაციები ფეხებზე, ფართო ტრავმები.
თუ ამ მდგომარეობებიდან რომელიმე პირველად ჩნდება ჟანინის მიღებისას, ამ პრეპარატის მიღება მაშინვე უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ამავე დროს, ქალმა უნდა გამოიყენოს არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

ორსულობა და ლაქტაცია:
* ჟანინის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში და ლაქტაციისას პირველი 6 თვის განმავლობაში.

განსაკუთრებული მითითებები:
თუ ჟანინის გამოყენება ხდება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში, ქალს შეიძლება ესაჭიროებოდეს ხშირი დაკვირვება -თუ რატომ, ამას აუხსნის ექიმი.
ჟანინის მიღების დაწყებამდე ქალმა ექიმს უნდა აცნობოს ქვემოთ ჩამოთვლილ შემდეგი მდგომარეობების ან დაავადების არსებობის შესახებ:
♦ მოწევა; შაქრიანი დიაბეტი; ცხიმოვანი ცვლის გამოხატული დარღვევები (სხეულის მომატებული მასა); მაღალი არტერიული წნევა; ვენების ანთება (ზედაპირული ვენების ფლებიტი); თრომბოზები, მიოკარდის ინფარქტი ან ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა (მათ შორის ინსულტი) ქალის რომელიმე უახლოეს ნათესავში; შაკიკი აურით; აწმყოსა ან წარსულში
♦ ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე (ცხიმოვანი მჟავების) ქალის ან ქალის უახლოეს ნათესავში; სარძევე ჯირკვლის კიბო ქალის რომელიმე უახლოეს ნათესავში; ღვიძლის ან ნაღვლის ბუშტის დაავადებები; კრონის დაავადება ან არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი; სისტემური წითელი მგლურა (სწმ); ჰემოლიზური ურემიული სინდრომი (სისხლის შედედების დარღვევა, რომელიც იწვევს თირკმლის უკმარისობას); ნამგლისებურ უჯრედოვანი ანემია;
♦ დაავადებები, რომლებიც პირველად ჩნდება ან ღრმავდება ორსულობის დროს ან ადრე სასქესო ჰორმონების მიღების ფონზე (მაგალითად სმენის დაკარგვა, პორფირია, ორსულების ჰერპესი, სიდენგამის ქორეა); ქლოაზმა (კანზე მოყვითალო-ყავისფერი უბნები, განსაკუთრებით სახეზე) აწმყოში ან წარსულში. მათი არსებობის შემთხვევაში ქალი უნდა მოერიდოს მზეზე დიდი ხნის განმავლობაში ყოფნას და ულტრაიისფერ გამოსხივებას.
♦ ქალმა იმ ექიმს, რომელიც მას ჟანინის უნიშნავს, ყოველთვის უნდა შეატყობინოს რა წამლებს იღებს. ქალმა ასევე ნებისმიერ ექიმს ან სტომატოლოგს, რომლებიც ნიშნავენ სხვა პრეპარატებს, ან ფარმაცევტს, რომელიც მას აფთიაქში სამკურნალო პრეპარატებს აძლევს უნდა შეატყობინოს რომ იღებს ჟანინს.
სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების შესახებ არსებული გაფრთხილებები ქალმა უნდა გაითვალისწინოს ჟანინის მიღების დროსაც.
თრომბოზი
თრომბოზი – სისხლის შედედებული წარმონაქმნის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია დაახშოს სისხლძარღვი.
თრომბოზის რისკი რამდენადმე იმატებს ქალებში, რომლებიც იღებენ პერორალურ კომბინირებულ კონტრაცეპტივებს, მაგრამ რისკი ნაკლებია, ვიდრე ორსულობისას.
მიოკარდის ინფარქტის განვითარების ან ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის რისკი ასაკთან ერთად იზრდება. რისკი ასევე იმატებს დიდი რაოდენობით სიგარეტის მოწევისას.
ჟანინის მიღებისას საჭიროა მოწევის შეწყვეტა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალი 35 წელზე უფროსი ასაკისაა.
ღრმა ვენების თრომბოზის რისკი დროებით იმატებს ოპერაციისას ან ხანგრძლივი უმოძრაობისას.
მენსტრუაციებს შორის სისხლდენები
როგორც სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღებისას, ჟანინის მიღებისას პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მენსტრუაციებს შორის პერიოდში შეიძლება აღინიშნოს საშოდან არარეგულარული სისხლდენები (სისხლიანი გამონადენები ან უეცარი სისხლდენები). ქალმა ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ჰიგიენური საშუალებები და დრაჟეს მიღება გააგრძელოს ჩვეულებრივად. საშოდან არარეგულარული სისხლდენები ჩვეულებრივ წყდება ჟანინის მიმართ ქალის ორგანიზმის ადაპტაციის შემდეგ (ჩვეულებრივ დრაჟეს მიღების 3 ციკლის შემდეგ). თუ ეს დარღვევები გრძელდება, უფრო მძიმეა ან შეწყვეტის შემდეგ ახლდება, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს.
მორიგი მენსტრუაციის არარსებობა
თუ ქალი ყველა დრაჟეს სწორად იღებდა, ქალს არ აღენიშნებოდა ღებინება და არ იღებდა სხვა სამკურნალწამლო საშუალებებს, ორსულობის შესაძლებლობა დაბალია. ჟანინის მიღება უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივად.
თუ ქალს არ დაეწყო ზედიზედ ორი მენსტრუაცია, მან სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს. ქალმა ჟანინის შემდეგი შეფუთვის მიღება არ უნდა დაიწყოს მანამდე, სანამ ექიმი ორსულობას არ გამორიცხავს.
როდის არის საჭირო ექიმის კონსულტაცია
რეგულარული გამოკვლევები
– თუ ქალი იღებს ჟანინს, ექიმის მას შეატყობინებს რეგულარული გამოკვლევების შესახებ. ჩვეულებრივ, ქალმა გამოკვლევა უნდა გაიაროს 6 თვეში ერთხელ.
ექიმთან რაც შეიძლება სწრაფი კონსულტაცია საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
– ჯანმრთელობის ცვლილება;
– თუ მოსალოდნელია ხანგრძლივი უმოძრაობა (მაგალითად, ფეხზე დადებული თაბაშირი), იგეგმება ჰოსპიტალიზაცია ან ოპერაცია (ექიმთან კონსულტაცია საჭიროა ოპერაციამდე მინიმუმ 4-6 კვირით ადრე);
– საშოდან უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში;
– თუ ქალს დაავიწყდა პირველი კვირის შეფუთვიდან დრაჟეს მიღება და სქესობრივი კავშირი ჰქონდა მანამდე 7 დღით ადრე;
– თუ ქალს 2-ჯერ ზედიზედ არ ჰქონია მორიგი მენსტრუაცია ან იგი ეჭვობს, რომ ორსულადაა (ექიმთან კონსულტაციამდე არ შეიძლება შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყება).
– დრაჟეს მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია საჭიროა თუ ქალმა შეამჩნია თრომბოზის შესაძლო ნიშნები: პირველად აღმოცენებული უჩვეულო ხველა; უჩვეულოდ ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რომელიც მარცხენა ხელში გადაიცემა; მოულოდნელად განვითარებული ქოშინი; უჩვეულო, ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი ან შაკიკის შეტევა; მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა და თვალებში გაორება; გაურკვეველი მეტყველება; სმენის, ყნოსვის ან გემოვნების უეცარი ცვლილებები; თავბრუსხვევა ან შოკური მდგომარეობა; სხეულის ნებისმიერი ნაწილის მგრძნობელობის სისუსტე ან დაკარგვა; ძლიერი ტკივილი მუცელში; ფეხის ძლიერი ტკივილი ან ფეხის უეცარი შეშუპება.

გავლენა მანქანისა და მექანიზმების მართვაზე: გამოვლენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, სისხლდენა სასქესო გზებიდან.
მკურნალობა: სიმპტომატური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სულფანილამიდებს, პირაზოლინის წარმოებულებს შეუძლია გააძლიერონ პრეპარატში შემავალი სტეროიდული ჰორმონების მეტაბოლიზმი.
– იმ პრეპარატებით ხანგრძლივმა მკურნალობამ, რომელთა მოქმედებითაც ხდება ღვიძლის ფერმენტების ინდუცირება და შედეგად სასქესო ჰორმონების კლირენსის მატება შეიძლება გამოიწვიოს  სისხლდენა და/ან ჟანინის კონტრაცეპციული ეფექტურობის შემცირება. მათ მიეკუთვნებათ ფენიტოილბარბიტურატი, პრიმიდონი, კარბამაზეპინი, პიფამპიცინი. აგრეთვე სავარაუდოდ იგივე ეფექტი აქვთ ოქსკარბაზეპინს, ტოპირამატს, ფელბამატს, რიტონავირს, გრიზეოფულვინს. ასევე კრაზანს ფუძეზე დამზადებული წამლები (რომლებიც ძირითადად დეპრესიული მდგომარეობების მკურნალობის დროს გამოიყენება).
– კონტრაცეპციული ეფექტი ქვეითდება ანტიბიოტიკების (ამპიცილინი, ტეტრაციკლინები) გამოყენებისას, რადგან ზოგიერთი მონაცემებით ანტიბიოტიკები აქვეითებენ ესტროგენების ცირკულაციას ღვიძლში და შედეგად ამცირებენ ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციას.
– ცალკეულ შემთხვევებში, ჟანინის მიღების ფონზე საჭირო ხდება ჰიპოგლიკემიური პერორალური საშუალებებისა და ინსულინის დოზის კორექცია.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: Jenafarm GmbH&CO.KG,გერმანია

გაფრთხილება