ლარიფიკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი)

ლარიფიკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლარიფიკელ D4 კაფსულები (ნატუროპათი) აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
Laricifomes officinalis D4 თვისებები 1 კაფსულა შეიცავს: Laricifomes officinalis D4 330 მგ-ს, HAB-ის
6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: Hypromelose (კაფსულის გარსი), ლაქტოზა

ჩვენება
– ტემპერატურის მომატება, ფილტვების დაავადების, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ანთებები
– პირველადი ქრონიკული პოლიართრიტი

თვისებები
Larifikehl-ი პრეპარატია, რომელიც სოკო Laricifomes officinalis იდანაა (ლარიქსის სოკო) მიღებული. ხალხურ მედიცინაში, ძირითადად, ფილტვის დაავადების თანმხლები ღამის ოფლიანობის დროს, ასთმის, ხველების საწინააღმდეგოდ ინიშნებოდა, გამოიყენება ასევე როგორც საფაღარათო საშუალება. Larifikehl-ს იღებენ
ხის სოკოს მიცელიუმისაგან, პროფესორ ენდერლაინის მიერ დამუშავებული მეთოდით, რომელიც ობის სოკოებისაგან იზოპათიური პრეპარატების დამზადებისათვის გამოიყენება.

მიღების წესი და დოზირება
მიიღება მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად, დღეში ერთხელ 1-3 კაფსულა, საუზმემდე ან საღამოს, ძილის წინ

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

მითითებები
შემადგენლობაში შედის ლაქტოზა

გამოშვების ფორმა:
20 კაფსულა

გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება