ლარიფიკელ D5 ამპულები

ლარიფიკელ D5 ამპულები. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ლარიფიკელ D5 ამპულები  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Laricifomes officinalis D5 1 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11-ის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება

– ტემპერატურის მომატება, ფილტვების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ორგანოების ანთებები
– პირველადი ქრონიკული პოლიართრიტი

თვისებები
Larifikehl პრეპარატია, რომელიც სოკო Laricifomes officinalis-იდან არის (ლარიქსის სოკო) მიღებული. ხალხურ მედიცინაში, ძირითადად, ფილტვების დაავადების თანმხლები ღამის ოფლიანობის დროს, ასთმის, ხველის საწინააღმდეგოდ ინიშნებოდა, გამოიყენება ასევე როგორც საფაღარათო საშუალება. Larifikehl-ს იღებენ
ხის სოკოს მიცელიუმისაგან, პროფესორ ენდერლაინის მიერ დამუშავებული მეთოდით, რომელიც ობის სოკოებისაგან იზოპა-თიური პრეპარატების დამზადებისათვის გამოიყენება.

მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ კვირაში 2-ჯერ 1 მლ ინტრამუსკულურად, ინტრავენურად, კანქვეშ ან კანში

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

გამოშვების ფორმა:
1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება