რეგენიუმი

რეგენიუმი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რეგენიუმი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კალციუმის კარბონატი, ქოლეკალციფეროლი /calcium carbonate, colecalciferol

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:
რეგენიუმის 1 პაკეტი შეიცავს:
კალციუმის იონები – 500 მგ და ვიტამინი D3 – 400 სე (10 მკგ)

დამხმარე ნივთიერებები: ნატურალური ჟოლოს არომატიზატორი, სუკრალოზი, ლიმონის მჟავე, სილიციუმის დიოქსიდი

ჩვენებები:
– კალციუმის და/ან ვიტამინი D3 – ის დეფიციტი
– კალციუმისა და ვიტამინი D3 -ის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დროს ბავშვებსა და მოზარდებში, ინტენსიური ზრდის პერიოდში, ასევე ორსულობისა და ლაქტაციის დროს
– რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
– ოსტეოპოროზისა (მაგ.: მენოპაუზის დროს) და მისი გართულებების (ძვლის მოტეხილობის) პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია
– ალერგიები, ანთებითი პროცესები.

მიღების წესი და დოზირება:
რეგენიუმი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისთვის.
2 წლიდან მოზრდილებში – 1 პაკეტი დღეში
პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 250 მლ ოთახის ტემპერატურის წყალში

ვარგისობა და შენახვის პირობები:
ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
ინახება მშრალ ადგილას 0-25ºC, სინათლისგან დაცულ ადგილზე. ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: პაკეტი #10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Idee PharmaWelt GmbH, გერმანია

გაფრთხილება