პეგინტრონი – PEGINTRON

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ინტერფერონი ალფა-2ბ/ INTERFERON ALFA-2b

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ინტერფერონი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან (ამპულაში 0.7 მლ) კომპლექტში
0.5 მლ
ინტერფერონი ალფა-2ბ……………………   50 მკგ
შპრიცკალამი 50 მკგ/0.5 მლ: შეფუთვაში 1 ც.
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან (ამპულაში 0.7 მლ) კომპლექტში.
0.5 მლ
ინტერფერონი ალფა-2ბ………………….    80 მკგ
შპრიცკალამი 80 მკგ/0.5 მლ: შეფუთვაში 1 ც.
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან (ამპულაში 0.7 მლ) კომპლექტში.
0.5 მლ
ინტერფერონი ალფა-2ბ………………….   100 მკგ
შპრიცკალამი 100 მკგ/0.5 მლ: შეფუთვაში 1 ც.
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან (ამპულაში 0.7 მლ) კომპლექტში
0.5 მლ
ინტერფერონი ალფა-2ბ………………….120 მკგ
შპრიცკალამი 120 მკგ/0.5 მლ: შეფუთვაში 1 ც.
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, გამხსნელთან (ამპულაში 0.7 მლ) კომპლექტში.
0.5 მლ
ინტერფერონი ალფა-2ბ………………… 150 მკგ
შპრიცკალამი 150 მკგ/0.5 მლ: შეფუთვაში 1 ც.
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ფოსფატი, სუკროზა და პოლისორბიტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ინტერფენონი აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქციას, რათა დაეხმაროს ორგანიზმს ინფექციების და ზოგიერთი მძიმე დაავადებების სამკურნალოდ. პეგინტრონი, რომელიც შეიცავს ინტერფერონს, გამოიყენება მონოთერაპიის სახით იმ შემთხვევაში თუ აღინიშნება აუტანლობა ან უკუჩვენება რიბავირინით ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობაში, რომელიც წარმოადგენს ღვიძლის ვირუსულ დაავადებას.
ქრონიკული C ჰეპატიტის ოპტიმალური მკურნალობა მიზნად ისახავს 2ბ ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციას.
პეგინტრონის გამოყენება არ არის რეკომენდებული ავამდყოფებში 18 წლის ასაკამდე.
მიღების წესი და დოზირება:
ექიმი ნიშნავს პეგინტრონს პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე. სხვა ავადმყოფისათვის ამ წამლის გადაცემა დაუშვებელია.
ექიმი ნიშნავს შესაფერის დოზას პაციენტის წონიდან გამომდინარე, თუ საჭიროა დოზა იცვლება მკურნალობის დროს.
პეგინტრონი ჩვეულებრივ ინიშნება 0.5-1.0 მკგ/კგ კვირაში ერთხელ 6 თვის განმავლობაში, შესაძლოა 1 წლითაც დაინიშნოს.
თუ თქვენ გამოიყენებთ ინექციას, გთხოვთ იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ დოზა ნამდვილად შეესაბამება რეცეპტში დანიშნულ დოზას.
თუ თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ პეგინტრონის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პეგინტრონი შეყავთ კანქვეშ. პრეპარატი შეიყვანება მოკლე ნემსით კანქვეშ. იხილეთ შესაბამისი ინსტრუქცია.
მოამზადეთ დოზა სანამ დაიწყებთ ინექციას და შეიყვანეთ დაუყოვნებლივ. არ გამოიყენოთ შეფერილი გამხსნელი.
პეგინტრონის ინექცია ტარდება ერთხელ კვირაში ერთსა და იმავე დღეს და საათზე, რაც იმის გარანტიაა, რომ არ დაგავიწყდეთ იგი.
პეგინტრონს იყენებენ აუცილებლად დანიშნული დოზის და დროის გათვალისწინებით.
ინსტრუქციაში თქვენ გაეცნობით როგორ მიიღოთ წამალი. გთხოვთ წაიკითხოთ ინსტრუქცია ყურადღებით და როცა დარწმუნდებით, რომ ყველაფერი გასაგებია, შემდეგ გაიკეთეთ ინექცია.
მოამზადეთ:
– პეგინტრონის ფლაკონი ფხვნილით ინექციისათვის;
– გამხსნელის ამპულა (წყალი ინექციისათვის);
– 1 მლ შპრიცი;
– გრძელი ნემსი (მაგ. 0.8-40 მმ), რომელიც გამოიყენება, რათა პეგინტრონის ბოთლს დაუმატოთ საინექციო ხსნარი;
– მოკლე ნემსი (მაგ. 0.3-13 მმ) კანქვეშა ინექციისათვის;
– სტერილური ბამბა;
– დაიბანეთ ხელები.
მოხსენით თავი პეგინტრონის ფლაკონს. გაწმინდეთ ფლაკონის თავი სუფთა ბამბით. გახსენით შპრიცი. არ მიეკაროთ შპრიცის თავს. გახსენით გრძელი ნემსი და დაამაგრეთ შპრიცზე ისე, რომ ხელი არ მიაკაროთ ნემსს. გახსენით ამპულის თავი ფრთხილად ისე, რომ არ დაიღვაროს სითხე. შეიყვანეთ შპრიცი ამპულაში და ამოიღეთ საინექციო ხსნარი. ეს სითხე შპრიცით შეიყვანეთ ფლაკონში სადაც არის პეგინტრონის ფხვნილი. ფრთხილად გადაატრიალეთ ფლაკონი რამდენიმეჯერ ფხვნილის განზავებამდე. ჰაერის ბუშტების გაჩენა დაუშვებელია. დაუყოვნებლივ ამოიღეთ დამზადებული ხსნარის საჭირო დოზა.
ამოარჩიეთ საინექციო ადგილი მხარზე ან მუცელზე, სადაც არის კანქვეშა ცხიმი. ჩაატარეთ საინექციო ადგილის დეზინფექცია სპირტით და გააკეთეთ ინექცია. წინასწარ დარწმუნდით, რომ ნემსი არ მოხვდა სისხლძარღვის სანათურში, ინექციის ადგილის მასაჟი არ არის საჭირო. წამლისა და შპრიცის ყველა დარჩენილი ნაწილი უნდა გადაიყაროს. ყოველთვის შეცვალეთ ინექციის ადგილი.
გვერდითი მოვლენები:
როგორც ყველა მედიკამენტს, პეგინტრონს ახასიათებს გვერდითი მოვლენები.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები: სიწითლე და გაღიზიანება ინექციის ადგილას, სისუსტე, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, სიცხე, თავის ტკივილი, გაციება, წონაში დაკლება, მადის დაქვეითება, სურდო, დიარეა, მუცლის ტკივილი, სახსრების და კუნთების ტკივილი, დეპრესია, აგზნება ან ნერვიულობა, კონცენტრაციის გაძნელება, უძილობა, თმების ცვენა, ხორხის მგრძნობელობის მომატება.
სხვა საერთო გვერდითი მოვლენები: ქავილი, მშრალი კანი, ნერვიულობა, ცუდად ყოფნის შეგრძნება, ჭარბი ოფლიანობა, ტკივილი მარჯვენა მხარეს ნეკნების გასწვრივ, გამონაყარი, პირის სიმშრალე, სუნთქვის გაძნელება, ვირუსული ინფექციები, ძილიანობა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია (რაც იწვევს დაღლილობის შეგრძნებას), გულმკერდის არეში ტკივილი, დიარეა, დაბუჟება, ხველა, აგზნება სინუსიტი, ხორხის მომატებული ან დაკლებული მგრძნობელობა, მეტეორიზმი, ლიბიდოს დაქვეითება, კანის სიწითლე, თვალის ტკივილი ან ინფექცია, ყაბზობა, ცხვირის ლორწოს შეშუპება, გაძნელებული მენსტრუალური პერიოდი.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულმკერდის არეში ტკივილი, გულის ცემის შეგრძნება, სუნთქვის პრობლემები, თავბრუ, დეპრესია, დაბუჟება, ძილიანობა, კონცენტრაციის შეუძლებლობა, კუჭის ძლიერი ხასიათის ტკივილი, სიცხე ან გაცივება, რომელიც იწყება მკურნალობის შემდეგ და გრძელდება რამოდენიმე კვირა,  წელის ტკივილი, მხედველობის და სმენის პრობლემა, სერიოზული სისხლდენა ცხვირიდან.
უკუჩვენებები:
* მგრძნობელობა (ალერგია) ალფა-2ბ ინტერფერონისადმი ან პეგინტრონის სხვა ინგრედიენტისადმი;
* მომატებული მგრნობელობა (ალერგია) სხვა ინტერფერონებისადმი;
* აუტოიმუნური ჰეპატიტი ან იმუნური სისტემის სხვა პრობლემა;
* სერიოზული ნევროზი ან ფსიქიური დაავადებები;
* ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ჩიყვის სახით, რომელიც არ არის კონტროლირებადი წამლებით;
* სხვა გართულებანი,  ღვიძლის  მძიმე დაავადება (C ჰეპატიტის გარდა);
* თუ აღინიშნება თირკმელების სერიოზული დაავადება;
* კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება;
* ორსულობის დროს;
პეგინტრონი სიფრთხილით ინიშნება:
* გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
* ღვიძლის დაავადებები (C ჰეპატიტის გარდა), თუ პაციენტი მკურნალობდა დეპრესიას, სხვა რომელიმე ნერვულ დაავადებას ან ფსიქიურ დაავადებას;
*დიაბეტიან ავადმყოფებში საჭიროა თვალის გამოკვლევა;
* თუ აღინიშნება სუნთქვის სისტემის ან სისხლის სერიოზული დაავადება;
* ფსორიაზის კლინიკა შეიძლება დამძიმდეს;
* თუ განვითარდა სერიოზული ალერგიული რეაქციების სიმპტომები (ისეთები როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, სპაზმი), აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
* თუ განვითარდა სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებული არიან გრიპთან ან სხვა რესპირატორულ ინფექციებთან, რომლებიც იწვევენ ცხელებას, ხველებას ან სუნთქვის გაძნელებას, მიმართეთ ექიმს;
*შეატყობინეთ ექიმს თუ იღებთ ჩინურ ჰერბალურ მედიკამენტს შოსაიკოტოს.
ორსულობა და ლაქტაცია:
პეგინტრონი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ პეგინტრონის მიღებასთან დაკავშირებული დაღლილობის, ძილიანობის ან გაბრუების დროს არ არის მიზანშეწონილი ავტოტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა.
♦ თუ დაგავიწყდათ პეგინტრონის გამოყენება მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივად დაუშვებელია ორმაგი დოზის გამოყენება.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აცნობეთ მკურნალ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იღებთ თუ არა სხვა რომელიმე წამალს.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მაცივარში (2-80C ტემპერატურაზე). პრეპარატის გახსნის შემდეგ მისი გამოყენება დასაშვებია 24 საათის განმავლობაში (გახსნის შემდეგ აუცილებელია მისი შენახვა მაცივარში 2-0C ტემპერატურის პირობებში).
ფხვნილის ფერის შეცვლის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენება.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ირლანდია

გაფრთხილება