პოლიოქსიდონი (სუპოზიტორიუმი) –POLIOXIDONI

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომოდულაციური საშუალება

ქიმიური სახელწოდება:
1,4 ეთილენპიპერაზინის N-ოქსიდის სოპოლიმერი და (N-კარბოქსიეთილ)-1.4-ეთილენპიპერაზინის ბრომიდი
მწარმოებელი: პეტროვაქს ფარმა; რუსეთი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუპოზიტორიუმი
აქტიური ნივთიერება:
პოლიოქსიდონი……………………. 6მგ ან 12მგ
შემავსებლები: მანიტოლი, პოვიდონი, ბეტაკაროტენი – 9,გ ან 18მგ
საფუძველი: კაკაოს ზეთი – 1.3გ მასის სუპოზიტორიუმის მიღებამდე.
აღწერილობა: ღია ყვითელი ფერის სპეციფიური კაკოს ზეთის სუნის მქონე ტორპედოსმაგვარი ფორმის სუპოზიტორიუმი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პოლიოქსიდონს გააჩნია იმუნომოდულიაციური მოქმედება; იგი ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას ლოკალური და გენერალიზებული ინფექციების მიმართ. პოლიოქსიდონის იმუნომოდულაციური მოქმედების მექანიზმს საფუძვლად უდევს ფაგოციტურ უჯრედებსა და ბუნებრივ ქილერებზე ზემოქმედება, აგრეთვე მას ანტისხეულების პროდუცირების სტიმულაციის უნარიც გააჩნია.
იგი აღადგენს სხვადასხვა იფექციებით, ტრამვებით, დამწვრობებით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, ქირურგუილი ჩარევების შემდგომი გართულებებითა და ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებით (მათ შორის ციტოსტატიკებითა და სტეროიდული ჰორმონებით) გამოწვეული მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს იმუნურ რეაქციებს.
იმუნომოდულაციური მოქმედების გარდა, პოლიოქსიდონს გააჩნია დეტოქსიკაციის გამოხატული უნარი, რასაც განსაზღვრავს პრეპარატის სტრუქტურა და მაღალმოლეკულური აღნაგობა. იგი ზრდის უჯრედთა მემბრანების მდგრადობას სამკურნალო პრეპარატებისა და ქიმიური ნაერთების ციტოტოქსიურ მოქმედების მიმართ.
კომპლექსურ თერაპიაში პოლიოქსიდონის გამოყენება ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ამცირებს მის ხანგრძლიოვობას, პრეპარატის მოქმედების წყალობით იქმნება ანტიობიოტიკების, ბრონქოლიტიკების, გლუკოკორტიკოსტეროიდების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობა.  აგრეთვე ხანგრძლივდება რემისიის პერიოდი.
პრეპარატი ხასიათდება კარგი ტოლერანტობით. მას არ გააჩნია მიტოგენური, პოლიკლონალურ აქტივობა, ანტიგენური თვისებები, არ აქვს ალერგიული, მუტაგენური, ემბრიოტოქსიური და კანცეროგენული  მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა:
პოლიოქსიდონის სუპოზიტორიუმი  ხასითდება მაღალი ბიოშეღწევადობით, სისხლში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს გამოყენების მომენტიდან ერთი საათის შემდეგ. სწრაფი ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი გრძელდება 30 წუთი, ნელი ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი კი  – 36.2 საათი. ორგანიზმში ჰიდროლიზდება ოლიგომერებამდე, რომლებიც უპირატესად თირკმლებით გამოიყოფა.
ჩვენება:
მოზრდილებში კომპლექსური თერაპიის სახით:
გამწვავების ან რემისიის სტადიაში ნებისმიერი ეტიოლოგიის ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან სტანდარტულ თერაპიას;
დიდი ხნის განმავლობაში იმუნოდეპრესანტებით ნამკურნალევი რევმატოიდული არტრიტი, გართულებული მწვავე რესპირატორული დაავადებით ან მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით მიმდინარე რევმატოირდული ართრიტი.;
მწვავე და ქრონიკული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები (უროგენიტალური ინფექციური ანთებითი დაავადებები: პროსტატიტი, ცისტიტი, ქრონიკული პიელონეფრიტი ლატენტურ და გამწვავების სტადიაში, ქრონიკული სალპინგოოვორიტი, კოლპიტი, პაპილომის ვირუსით გამწვეული დაავადებები, საშვილოსნოს ყელის ექტოპია, დისპლაზია და ლეიკოპლაკია;
სხვადასხვა ფორმის ტუბერკულოზი;
მწვავე და ქრონიკული  ალერგიული დაავადებები (მათ შორის პოლინოზი, ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი), გართულებული ქრონიკული მორეციდივე ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;
სიმსივნეების დროს ქიმიო და სხვივური თერაპიის ფონზე ან ამ პროცედურების დასრულების შემდეგ;
სამკურნალო საშუალებების ნეფრო-ჰეპატოტოქსიური ზემოქმედების შემცირების მიზნით;
რეგენერაციული პროცესების გასააქტიურებლად (მოტეხილობები, დამწვრობები, ტროფიკული წყლულები);
დაბერებით გამოწვეული მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობების საკორექციოდ;
იმ პირთა სარეაბილიტაციოდ, რომლებიც ხშირად და ხანგრძლივი დროის მანძილზე ავადმყოფობენ.
მონოთერაპიის სახით:
ქრონიკული ინფექციური კერების გამწვავების პრესეზონული პროფილაქტიკა ხანშიშესულ პირებში.
უკუჩვენება:
პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობის დროს კლინიკური გამოცდილება ამ პრეპრატის გამოყენების შესახებ არ არსებობს.
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის დროს.
გამოყენების წესი და დოზირება:
რექტალურად, ინტრავაგინალურად
გამოყენების წესი და დოზირება შეირჩევა ექიმი მიერ სხეულის მასის, დიაგნოსის, პროცესის სიმწვავისა და სიმძიმის გათვალისწინებით.
რექტალურად: დღეღამეში ერთხელ ძილის წინ, ნაწლავის შიგთავსის გათავისუფლების შემდეგ, 1 ცალი 6 მგ-იანი ან 12 მგ-იანი სუპოზიტორიუმი.
მიღების სქემა: პირველი სამი დღე – ყოვედღიურად, შემდეგ კი 48 საათიანი ინტერვალებით. მკურნალობის კურსი  – 10 სუპოზიტორიუმი.
ქრონიკული სალპინგოოოვორიტის, ედნომეტრიტის, კოლპიტის, პაპილომის ვირუსით გამწვეული დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ექტოპიის, დისპლაზიისა და ლეიკოპლაკიის დროს პრეპარატი ინიშნება  ინტრავაგინალურად, 12 მგ-იანი სუპოზიტორიუმი ყოველდღიურად სამი დღის განმავლობაში დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი -10 სუპოზიტორიუმი.
საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ 3-4 თვის შემდეგ.
ავადმყოფებისთვის ქრონიკული იმუნური უკმარისობით (მაგალითად ონკოლოგიურ ავადმყოფებს) ნაჩვენებია ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია პოლიოქსიდონის გამოყენებით 6-12მგ-ს ოდენობით კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
გვერდითი ეფექტები:
არ არის გამოველენილი
ჰიპერდოზირება:
არ არის აღწერილი
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
პოლიოქსიდონი შეთავსებადია ანტიბიოტიკებთან, ანტივირუსულ, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, აგრეთვე და გლუკოკორტიკოსტერიოდებთან და  ციტოსტატიკებთან კომბინაციაში.
განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდირებული ზემოთ აღნიშნული დოზის გადაჭარბება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
შენახვის პირობები:
მშრალ სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ტემპერტურაზე 8 დან 15ºC-ზე.
აფთიაქებიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ

გაფრთხილება