პლაზმაფერი / Plazmafer

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური პრეპარატები, რკინის პრეპარატები
შემადგენლობა:
სიროფის ყოველი 5მლ შეიცავს: Fe (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსს, ეკვივალენტურია რკინის ელემენტის 50მგ -ის. ფოლიუმის მჟავა 50 მკგრ. ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) 0.7მკგრ.

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმები:
Fe ჰიდროქსიდ პოლიმალტოზას კომპლექსი მაკრომოლეკულაა, რომელიც ძალიან სწრაფად აღადგენს რკინას ორგანიზმში მისი დეფიციტის დროს. Fe აქტიურად შეიწოვება და ტრანსფერინთან ერთად კომპლექსში აღწევს უჯრედშიგნით, სადაც მონაწილეობს ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზში. Fe (III)- ის ჰიდროქსიდ პოლიმალტოზას კომპლექსი მყარად სტრუქტურირებული მოლეკულაა, რომელიც არ გამოყოფს რკინას ფიზიოლოგიურ პირობებში. რკინა გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით.
ფოლიუმის მჟავა ასტიმულირებს ფორმირებული სისხლის უჯრედების გამოყოფას და ჰემოპოეზიის პროცესს. ფოლიუმის მჟავა ერითროციტების გარდა, მნიშვნელოვანია სისხლის სხვა ელემენტების ფორმირებისა და ზრდისთვის. ის აგრეთვე მონაწილეობს ნუკლეინის მჟავისა და ამინომჟავების სინთეზში.ფოლიუმის მჟავის დეფიციტის დროს ვითარდება მეგალობლასტური ანემია.
ვიტამინი B12 აუცილებელია ერითროციტების სტრუქტურის ფორმირებისთვის და მათი ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
პლაზმაფერის სიროფი სწრაფად აღადგენს რკინის დეფიციტს ადამიანის ორგანიზმში.

ჩვენებები:
· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
· ჰემორაგიული ანემია (მენორაგია, ქრონიკული სისხლდენა და სხვა)
· ზრდა რკინის მოთხოვნაზე(ბავშვების ინტენსიური ზრდის პერიოდი, სექსუალური მომწიფების პერიოდი,ორსულობა, ძუძუთი კვება)
· არასაკმარისი რკინის მიღება და შეწოვის დისფუნქცია (ქრონიკული დიარეა, ჰელმინთოზი, ჭიებით ინვაზია)

უკუჩვენებები: ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (თანდაყოლილი ან შეძენილი ჰემოლიზური ანემია)
ჰემოქრომატოზი, გამწვავებული კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, წყლულოვანი კოლიტი.

დოზირება და მიღების წესი:
ბავშვებში 0-1 წლამდე: 2.5 -5 მლ 1 -ჯერ დღეში.
ბავშვებში 1-12 წლამდე: 5-10 მლ 1- ჯერ დღეში.
დიდებში 12 წლიდან და ზემოთ: 20 მლ 1-ჯერ დღეში.
პლაზმაფერის სიროფი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე.

გვერდითი ეფექტები: ალერგია პრეპარატის კომპონენტებზე.
იშვიათია ღებინება და გულისრევის შეგრძნება, რკინის გემო პირში, დიარეა.

გამოშვების ფორმა:პლაზმაფერი 100 მლ სიროფი ვანილის არომატით მუქი ფერის ფლაკონში № 1. პლასტიკური მზომი ჭიქითა და გამოყენების ინსტრუქციით- მოთავსებულია კოლოფში.

შენახვის წესი და ვარგისიანობა: შეინახეთ ბნელ, მშრალ და გრილს ადგილზე, ბავშვებისგან მოშორებით 25ºC ტემპერატურაზე. პრეპარატის ვარგისიანობა მითითებულია კოლოფზე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ!
გამოშვების ფორმა: 100 მლ სიროფი ვანილის არომატით მუქი ფერის ფლაკონში № 1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Fortex Nutraceuticals, ბულგარეთი

გაფრთხილება