პაქსელადინი – PAXELADIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ოქსელადინი/OXELADIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ცენტრალური მოქმედების ხველების საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.
1 კაფს.
ოქსელადინი…….    40 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ცენტრალური მოქმედების ხველების საწინააღმდეგო საშუალება. არ ავლენს ნარკოტიკულ მოქმედებას, თრგუნავს ხველის რეფლექსს, სუნთქვის ცენტრზე არ ახდენს დეპრესიულ მოქმედებას.
ჩვენებები:
მშრალი ხველა:
რინოფარინგიტი;
ტრაქეობრონქიტი, ბრონქიტი;
გრიპი;
პნევმონია;
ყივანახველა;
წითურა;
ალერგიული ხველა;
„მწეველების“ ხველა.
მიღების წესი და დოზრება:
პერორალურად;
კაფსულები: მხოლოდ მოზრდილებისთვის 40მგ დილით და საღამოს. კაფსულა იყლაპება დიდი რაოდენობით წყალთან ერთად, არ იღეჭება.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ბრონქოსპაზმი, ბრონქოექტაზური დაავადებები, ბრონქიალური ასთმა, ბრონქიტი, ხველით და ძნელად გამოსაყოფი ნახველით, ბავშვთა და მოზარდთა ასაკი (15 წლამდე).
გვერდითი ეფექტები:
გულისრევა,ღებინება, გასტრალგია,ძილიანობა, მომატებული დაღლილობა.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: სუნთქვისა და გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების დარღვევა.
მკურნალობა: აღნიშნული სისტემების ფუნქციონირების კონტროლი, სიმპტომატური თერაპია.
მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL

გაფრთხილება