პრეზინექსი – PREZINEX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დესმოპრესინი/DESMOPRESSIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაზოპრესინის სინთეზური ანალოგი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ნაზალური საინჰალაციო ხსნარი: ფლაკონში 60 დოზა.
1 დოზა
დესმოპრესინის აცეტატი………    10 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ქლორბუტანოლის ჰემიჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორიდის მჟავა და გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიურ თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს არგინინვაზოპრესინს, ჰიპოფიზის ბუნებრივი ჰორმონის – ვაზოპრესინის სინთეზურ ანალოგს, რომლისგანაც განსხვავებით იგი ნაკლებად მოქმედებს სისხლძარღვთა გლუვ კუნთოვან ელემენტებზე და შინაგან ორგანოებზე.
პრეპარატი ხასიათდება გამოხატული ანტიდიურეზული და უმნიშვნელო პრესორული ეფექტით. დადგენილია, რომ პრეპარატით მკურნალობა ნიქტურიით შეპყრობილ პაციენტებში იწვევს მოშარდვის მიზნით ადგომის საშუალო რაოდენობით 45%-ით და ღამის საშუალო დიურეზის დაახლოებით 0.6 მლ/წთ-ში შემცირებას. აღნიშნულის გამო მშვიდი ძილის პირველი პერიოდის  ხანგრძლივობა იზრდება საშუალოდ 2 სთ-ით.
ფარმაკოკინეტიკა:
ორგანიზმში მოხვედრისას სწრაფად გადადის სისხლში. ანტიდიურეზული ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 30 წუთში და გრძელდება 8 სთ-ის განმავლობაში. წარმოადგენს რა პოლიპეპტიდს, დესმოპრესინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრის შემდეგ იშლება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გავლენით.
ინტრანაზალური მიღების შემდეგ შეიწოვება მიღებული დოზის 10-20%. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში, სადაც ფერმენტ ტრანსჰიდროგენაზას მოქმედებით იშლება დისულფიდური ხიდი.
პრეზინექსი ბიოტრანსფორმაციას განიცდის უფრო ნელა, ბუნებრივ ანტიდიურეზულ ჰორმონთან შედარებით. გამოიყოფა უმთავრესად თირკმელების საშუალებით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 სთ-ს.
ჩვენებები:
ჰოპოფიზის ჰორმონის ვაზოპრესინის გამოყოფის შემცირებით გამოწვეული შაქრიანი დიაბეტის და თანდაყოლილი  ღამის ენურეზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
დროებითი პოლიურიის და პოლიდიფსიის მკურნალობა ჰიპოფიზზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.
ნიქტურიის სამკურნალოდ როგორც მონო, ასევე კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
თირკმელების კონცენტრაციული უნარის განსაზღვრის მიზნით, როგორც დიაგნოსტიკური საშუალება.
მიღების წესი და დოზირება:
თანდაყოლილი ღამის ენურეზის მკურნალობა
საწყისი დოზა ბავშვებში (5 წლიდან) და მოზრდილებში (65 წლამდე): თითო დოზა (ერთი შესხურება – 10 მკგ) თითო ნესტოში (ჯამურად 20 მკგ) ძილის წინ.
იშვიათ შემთხვაში შესაძლებელია დოზის გაორმაგება – 20 მკგ (ორი შესხურება) თითო ნესტოში (ჯამურად 40 მკგ). შერჩეული დოზა მიიღება დღე-ღამეში ერთხელ ძილის წინ.
ენურეზის მკურნალობისას სითხის მიღება მცირდება მინიმუმამდე და სითხის მიღება წყურვილის დასაკმაყოფილებლად მიზანშეწონილია მხოლოდ  8 საათში ერთხელ.
ნიქტურიის მკურნალობა
65 წლამდე პაციენტებში მრავლობითი სკლეროზით, თირკმლის ნორმალური ფუნქციით, რომელთაც აწუხებთ ნიქტურია რეკომენდებულია ერთი ან ორი დოზა (10-20 მკგ) ძილის წინ.
პრეპარატის მიღება საჭიროა 24 საათში ერთხელ. ნიქტურიის მკურნალობისას სითხის მიღება მცირდება მინიმუმამდე და სითხის მიღება წყურვილის დასაკმაყოფილებლად მიზანშეწონილია მხოლოდ 8 საათში ერთხელ.
უშაქრო დიაბეტის მკურნალობა
მნიშვნელოვანია დაავადების დიფერენცირება შაქრიანი დიაბეტისგან.
დოზა ინდივიდუალურია, მაგრამ კლინიკური გამოცდილების შესაბამისად საშუალო შემანარჩუნებელი დოზა მოზრდილებში და ბავშვებში არის ერთი ან ორი დოზა.
10-20 მკგ 1-2-ჯერ დღე-ღამეში.
მიღების წესი: მედიკამენტის შესხურება უნდა მოხდეს ცხვირში. პრეპარატი მიიღება ინსტრუქციის შესაბამისად.
ექიმის კონსულტაცის გარეშე არ არის რეკომენდებული დოზისა და მედიკამენტის მიღების სიხშირის გაზრდა, მკურნალობის შეწყვეტა.
გვერდითი მოვლენები:
◄ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნაწლავების ჭვალი, გულისრევა, არტერიული წნევის მომატება, რინიტი, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, კონიუქტივიტი, ნერწყვის გამოყოფის დარღვევა, კანზე გამონაყარი, ალგოდისმენორეა.
◄ იშვიათად გონების დაბიდვა და გულის წასვლა (შესაძლებელია, წყლით ინტოქსიკაციის ან სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის გამო). ეს ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენაა და აღინიშნება მაშინ, როდესაც პრეზინექსის მიღების დროს არ არის სითხის მიღება შეზღუდული.
უკუჩვენებები:
* დესმოპრესინის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* თანდაყოლილი ან ფსიქოგენური პოლიდიფსია;
* ანურია, სხვადასხვა ეტიოლოგიის სითხის შეკავება;
* პლაზმის ჰიპოოსმოლარობა;
* გულის უკმარისობა და სხვა მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვს დიურეზული საშუალებით მკურნალობას.
ორსულობა და ლაქტაცია:
დესმოპრესინი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში.
ორსულობის დროს უშაქრო დიაბეტით შეპყრობილი პაციენტების დესმოპრესინით მკურნალობისას ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ახალშობილების განვითარების მხრივ დარღვევები.
ლაქტაციის პერიოდში დესმოპრესინი გამოიყოფა დედის რძეში იმ რაოდენობით, რომელიც არ ახდენს გავლენას ბავშვის დიურეზზე და ჰემოსტაზზე.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების დროს, გამოხატული რინიტისას, შესაძლებელია დესმოპრესინის შეწოვის დარღვევა მისი ინტრანაზალური გამოყენებისას. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის სუბლინგვალური გამოყენება.
♦ პრეზინექსით მკურნალობის დროს აუცილებელია მიღებული სითხის მოცულობის კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოხატული დარღვევები შარდის ბუშტის ფიბროზი, პაციენტებში ინტრაცერებრული წნევის მომატების რისკით.
ამ დროს სითხის მიღება წყურვილის დასაკმაყოფილებლად მიზანშეწონილია მხოლოდ 8 სთ-ში ერთხელ. სადიაგნოსტიკო საშუალებების სახით არის მიზანშეწონილი ფორსირებული ჰიდრატაციის ჩატარება (შიგნით ან პარენტერულად), სითხის მიღება უნდა შემცირდეს და არ უნდა აღემატებოდეს 0.5 ლ პრეპარატის მიღებამდე 1 საათის და მიღებიდან 8 საათის განმავლობაში.
♦ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: სითხის გამოყოფის შეფერხების და ჰიპონატრიემიის განვითარების მომატებული რისკი.
მკურნალობა: მიუხედავად იმისა, რომ ჰიპონატრიემიის მკურნალობა ინდივიდუალურია, საჭიროა საერთო რეკომენდაციების გათვალისწინება. ჰიპონატრიემიის მკურნალობა შესაძლებელია დესპოპრესინის გამოყენების შეწყვეტით, სითხის მიღების შეზღუდვით და აუცილებლობის შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობით.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება:
– პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციაზე, როგორიცაა: ანტიდეპრესანტები, სეროტონინის სელექტიური ინჰიბიტორები, ქლოპრომაზინი, კარბამაზეპინი, იწვევენ ანტიდიურეზული ეფექტის გაძლიერებას და წყლის შეკავებისას –  ჰიპონატრიემიის რისკის გაზრდას.
– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან დესმოპრესინის კომბინაცია აგრეთვე იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებისას ჰიპონატრიემიას.
– მონაცემები დესმოპრესინის ურთიერთქმედების შესახებ ღვიძლის მეტაბოლიზმის პროცესზე მოქმედ პრეპარატებთან არ მოიპოვება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 2-80C ტემპერატურაზე (მაცივარში). არ შეიძლება მისი გაყინვა. ინახება ვერტიკალურ მდგომარეობაში, საკუთარ კონტეინერში.
პრეზინექსის შენახვა შეიძლება არა უმეტს 250C ტემპერატურაზე 1 თვის განმავლობაში.
მწარმოებელი: PH & T, იტალია

გაფრთხილება