ჟოსტერინი

ჟოსტერინი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ ჟოსტერინი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალებები, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალებები

შემადგენლობა
ხეშავის დაწვრილმანებული ნაყოფები 0,297 გ.
(Fructus Rhamni catharticae)
კალციუმის სტეარატი 0,003 გ.
კაფსულის შიგთავსი – 0,3გ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჟოსტერინის კაფსულების შემადგენლობაში შედის ხეშავის ნაყოფების ფხვნილი, რომელიც შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს (4%), მათ შორის ფრანგულაემოდინს, ქრიზოფანოლს (იგივე გლუკოფრანგულინი), რამნოქსანტინს (ფრანგულინი) და ფრანგულა-ემოდინის ბიოზიდს _ ჟოსტერინს. ნაყოფების ფხვნილი ასევე შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, ანთოციანებს, ფისებსა და ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რამნეტინი, კემპფეროლი, რამნოციტრინი). ჟოსტერინის კაფსულებს გააჩნიათ საფაღარათო მოქმედება, რაც განპირო-ბებულია მასში ანტრაგლიკოზიდების შემცველობით. აღნიშნული ნივთიერებები აღიზიანებენ ნაწლავების ინტერორეცეპტორებს და აძლიერებენ პერისტალტიკას, მოქმედებენ მსხვილ ნაწლავზე და განაპირობებენ მის სწრაფად დაცლას.

ჩვენებები
გამოიყენება ატონიური და სპასტიური ყაბზობისას. ძირითადი მოქმედების გარდა, ამჟღავნებს ადგილობრივ ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიტურ, შემომ¬გარსველ, ბაქტერიციდულ თვისებებს. რეკომენდებულია კოლიტის, ბუასილის, სწორი ნაწლავის წყლულისა და ნახეთქების დროს.

მიღების წესები და დოზები
1 კაფსულა დღეში ერთხელ ძილის წინ, ყოველ მეორე დღეს.
მიღების ხანგრძლივობა და ინტერვალი დგინდება ინდივიდუალურად.

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ;
• ჰემორაგიული სისხლდენა;
• ქრონიკული ქოლეცისტიტი.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები:ინახება ოთახის ტეპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება