პრეგნილი

პრეგნილი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პრეგნილი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ქორიონული გონადოტროპინი/
CHORIONIC GONADOTHROPHIN

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მალუტეინიზირებელი საშუალება; გამოიყენება სხვადასვა სახის უნაყოფობის დროს

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვინილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ამპულაში, შეფუთვაში 3 ც. გამხსნელთან ერთად.
1 ამპ.
ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი…… 500 სე
1 ამპ.
ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი…….1500 სე
1 ამპ.
ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი……..5000 სე

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი. წარმოადგენს რა K ვიტამინის ანტაგონისტს, აქვეითებს პროთრომბინის შემდედებელ აქტიობას (ფაქტორიII) და  VII, IX, X ფაქტორებისას; გავლენას ახდენს ღვიძლში მათ სინთეზზე, არ მოქმედებს უკვე სინთეზირებულ და სისხლში მოცირკულირე ფაქტორებზე, რის გამოც მისი ანტიკოაგულაციური მოქმდება რამდენადმე შეზღუდულია (დამოკიდებულია ამ ფაქტორების ბუნებრივი ელიმინაციის სიჩქარეზე).
ყველაზე სწრაფად ინაქტივირდება ფაქტორი VII (დაახლოებით 8% საათში), ნელა –  IX და X, უფრო ნელა – პრთრომბინი 1% სთ–ში. ეფექტი იწყება 2–3 სთ–ის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს – 12–30 სთ–ში. თრგუნავს ფიზიოლოგიური ანტიკოაგულანტების  – ცილების C და S სინთეზს. ახანგრძლივებს პლაზმის შედედების დროს, პროთრომბინულ დროს და აქტივირებულ ნაწილობრივ თრომბობლასტინურ დროს, ამაღლებს ჰეპარინის მიმართ მგრძნობელობას. ამაღლებს სისხლძარღვთა გამტარებლობას, აძლიერებს სისხლძარღვთა კედლის პროსტაციკლინურმასინთეზებელ აქტიობას.

ჩვენებები:
მკურნალობა და პროფილაქტიკა: თრომბოზები (მათ შორის მენჯ–ბარძაყის სახსრის მწვავე ოსტეონეკროზისას, ვენოზური თრომბოზი, არტერიული თრომბოზი, შიგაგულოვანი თრომბოზი), თრომბოემბოლია(ფილტვის არტერიისა და სისხლის მიმოქცევის დიდი წრის არტერიის);
მიოკარდის ინფარქტი (მეორადი პროფილაქტიკა);
თრომბოემბოლიური გართულება (მათ შორის გულზე ოპერაციული ჩარევისას, მოციმციმე არითმიისას, გულის იშემიური დაავადებისას, მარცხენა პარკუჭის ანევრიზმისას); დეფიბრილაციის ჩატარების დროს თრომბოემბოლიის პროფილაქტიკა(ელექტრული და ფარმაკოლოგიური);
მაობლიტირებელი თრომბანგიიტი (ბიურგერის დაავადება);
ზედაპირული ვენების თრომბოფლებიტი (რეციდივული ან  არ ექვემდებარება სხვა მკურნალობას), ანტითრომბინი III  თანდაყოლილი დეფიციტი(მათ შორის მწვავე ნეფროტოქსიური სინდრომისას).

მიღების წესები და დოზირება:
შიგნით, ჭამის დროს ან შემდეგ, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის პირველ მეორე დღეს 0.3გ 3–ჯერ დღეში, მესამე დღეს – 0.3 გ 2–ჯერ დღეში. შემდეგ დოზირებას განსაზღვრავენ პროთრომბინული დროის შედეგების მიხედვით, რომელიც 2–4–ჯერ უნდა იყოს გაზრდილი საწყისი INR-დან.
მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 0.3 გ. მაქსიმალური საღეღამისო დოზა – 1.2გ,
მკურნალობა უნდა დამთავრდეს თანდათანობით.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, სისხლდენა, თრომბოფილია, განპირობებული C და S ცილების დეფიციტით, ჰემორაგიული დიათეზი, ღვიძლის დაავადებები, ჰემატურია, სისხლდენის მაღალი რისკით მიმდინარე დაავადებები და მდგომარეობები (კუჭისა და 12–გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, ტუბერკულოზი, ფილტვების სიმსივნე, ქალა–ტვინში სისხლდენა, ჰემორაგიული ინსულტი, ტრავმები, წინასაოპერაციო პერიოდი, მშობიარობის შემდგომი პერიოდი), გულის ქრონიკული უკმარისობა  IIბ და III სტადია. მიოკარდის ინფარქტი (არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე), არტერიული ჰიპერტენზია (ტვინში სისხლჩაქცევის საშიშროებით), თირკმლის ქრონიკული ნაკლოვანება, თვალის ფსკერზე სისხლჩაქცევა, სეფსისი, ორსულობა, ნეონეტალური პერიოდი, ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:
მომატებული სისხლდენა, ჰემატურია, ალოპეცია, ცხელება, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), იშვიათად „კუმარინული“ ნეკროზი კანისა და კანქვეშა ქსოვილის (დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედების სინდრომისა და C და S ცილების დეფიციტისას).
მკურნალობის უეცარი შეწყვეტისას ადგილი აქვს ჰიპერკოაგულაციას და თრომბოზის რეციდივს.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: მომატებული სისხლჟონვადობა, მძიმე შემთხვევებში სისხლდენა.
მკურნალობა: (ტარდება პრეპარატის შეცვლის ან დოზის შემცირების ხარჯზე): სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენის დროს – პროთრომბინული კომპლექსის ფაქტორის კონცენტრატის გადასხმა, ახლადგაყინული პლაზმა. ჰიპოკოაგულაციის შესამცირებლად –  ვიტამინი K1 პრეპარატები (კუნთში, ვენაში) დოზით 5–15 მგ (ჰემოსტაზი აღდგება 6–24 სთ–ის მანძილზე, მაგრამ ანტიკოაგულაციური თერაპიის რეზისტენტობა შენარჩუნებულია შემდეგი 2 კვირის მანძილზე).

ურთიერთქმედება:
ასუსტებს C ვიტამინის ეფექტს. აძლიერებს ფენიტოინის, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების და ალოპურინოლის ეფექტს;  გლუკოკორტიკოსტეროიდების ულცეროგენობას.
კონკურენტულ ანტაგონისტს წარმოადგენს ვიტამინი К1.
ანტიკოაგულანტურ მოქმედებას აძლიერებენ: სალიცილატები, პირაზოლონები, ფენამატები, ეტაკრინისა და ნალიდიქსის მჟავები, სულფანილამიდები, ქლორამფენიკოლი, მეტრონიდაზოლი, კო–ტრიმოქსაზოლი, ტეტრაციკლინები, ქინიდინი, სულფამეტაზონი, დისულფირამი, ნარკოტიკული ანალგეტიკები, ანაბოლური სამკურნალო საშუალებები, ფენოთიაზინები, თიოურაცილი, გვაიფენეზინი, რეზერპინი, თიობარბიტურატები, თიროქსინი, ციმეტიდინი, ეთანოლი, ნიკოტინის მჟავა, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები და ალოპურინოლი.
ანტიკოაგულაციურ მოქმედებას ასუსტებენ: კოლესტირამინი, ანტაციდები, გრიზეოფულვინი, ბარბიტურატები, გლუტეტიმიდი, ფენიტოინი, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, საგულე გლიკოზიდები, ანქსიოლიტიკები, დიურეტიკები, მეთილქსანტინები, მერკაპტოპურინი, გლუკოკორტიკოსტეროიდები, პერორალური კონტრაცეპტივები, ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები.

მწარმოებელი: ORGANON

გაფრთხილება