რეკარცინ D4-D6 კაფსულები (ნატუროპათი) Recarcin D4-D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
გაცემის რეჟიმი:
შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ Bacillus firmus SA.C.501* (=DSM 4816) D4 ან D6 HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose(კაფსულების გარსი)

ჩვენება
როგორც იმუნომუდალორი, ყველა ქვემწვავე და ქრონიკული ანთებებითი დაავადებების დროს, განსაკუთრებით ჯირკვლების და სეროზული გარსების. მაგალითად:
– ფარისებური და კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგიები; საკვერცხეების დაზიანებები (დაკავშირებული დისმენორეასთან, პირველად ან მეორად ამენორეასთან);
– სხადასხვა ლორწოვანი გარსის – პირის, ცხვირის, სასუნთქი გზების (ქრონიკული ბრონქიტი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (გასტრიტი, კოლიტის სინდრომი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული)
– ქრონიკული ანთებები
– ართრიტები, ართროზები

თვისებები
Recarcin-ი პრეპარატია, რომელიც Bacillus firmus SA.C.501* (=DSM 4816)-ის, არაპათოგენური სპორაწარმომქმნელი ჩხირების ჯგუფის განსაკუთრებული შტამისგანაა მიღებული. გამოცდილებამ
აჩვენა, რომ Recarcin-ი ზრდის ნორმალური ბაქტერიული ფლორის დაცვით ძალებს. მის შემადგენლობაში პოლისაქარიდების, ფერმენტების და სპეციფიური ცილოვანი კომბინაციების შემცველობა განაპირობებს განსაკუთრებულ მოქმედებას, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც იმუნოთერაპია და გამაღიზიანებელი
თერაპია. ამასთან, ხდება პროგრესირებადი პათოლოგიური პროცესების დაბლოკვა და აქტიურდება სპეციფიური დაცვითი ძალები. იმუნოლოგიური ტესტით დადგენილი იქნა ფაგოციტური აქტივობის არსებითი მატება. T- ლიმფოციტების პროლიფერაციის მნიშვნელოვანი გაძლიერების გამო Recarcin-ი ეფექტურ იმუნომოდულატორად მიიჩნევა.

დოზირება
მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მკურნალობა ტარდება საშუალო დოზით: 1 კაფსულა 2 კვირაში 1 ჯერ. რეაქციის არარსებობის ან სუსტი რეაქციის გამოვლინების დროს შესაძლოა უფრო ხშირათაც მიღება – 1 კაფსულა კვირაში 2-ჯერ. როგორც წესი, მკურნალობა D6 პოტენციით იწყება. რეაქციის არარსებობის
შემთხვევაში, ან სუსტი რეაქციის გამოვლინების დროს, შესაძლოა D4-ზე გადასვლა.

მიღების წესი და დოზირება
ჩვეულებრივ კაფსულები მიიღება დილით, უზმოზე, წყლის ერთ ყლუპთან ერთად, რის შემდეგაც 3-4 საათის განმავლობაში რეკომენდირებულია საკვების და სითხეების მიღებისაგან თავის შეკავება. ქრონიკული პათოლოგიების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის გახანგრძლივება 6-9 თვემდე, რის შემდეგაც აუცილებელია მკურნალობისაგან მრავალთვიანი შესვენება იმუნური სისტემის ადაპტაციის მიზნით.

გვერდითი მოქმედებები
Recarcin-ი, ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად, შესაძლოა აღინიშნოს ანთების კერების აქტივაცია, რაც თავისთავად სწრაფად გაივლის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ, როგორც არა გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინება.

უკუჩვენებები
ცხელება ან დასუსტებული მდგომარეობა. პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს მედიკამენტი არ ინიშნება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის. და მაინც, ზოგადი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა დავიცვათ ვაქცინაციის ჩატარებიდან 4-კვირიანი ინტერვალი. იმუნოდეპრესანტებთან ერთდროული მკურნალობის დროს აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა Recarcin-ის ეფექტურობაზე იმოქმედოს.

მითითება
Recarcin-ი იზოპათიაში ყველა ქრონიკული დაავადების დროს არასპეციფიური გამაღიზიანებელი თერაპიის სახით ინიშნება. დადებითი შედეგით გამოვლინდა Recarcin-ის და Utilin-ის მონაცვლეობა. Recarcin-ი ეფექტურია გამაღიზიანებელი დოზის ზღვარს ქვემოთაც კი. შემადგენლობაში შედის ლაქტოზა.

გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 5 კაფსულა
გამოშვების ფორმა: 5 კაფსულა
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება