პეფრაკელ D5 წვეთები (ნატუროპათი) / Pefrakehl D5 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Candida parapsilosis D5-ის 1 მლ ხსნარს HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ჩვენება
– ნაწლავების ნებისმიერი მიკოზი, განსაკუთრებით კანდიდოზები და მათი შედეგები დერმატომიკოზების,                 გენიტალური მიკოზების სახით
– პირის და ხახის ყველა ბაქტერიული და ვირუსული დაავადება, აფთები, ბანალური ბუშტუკოვანი გამონაყარი,         კბილის გრანულომა
– ლიმფადენიტი, ცისტიტი, გასტროენტერიტი და გარე ოტიტი
– ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები
– ინიშნება პრეპარატ Fortakehl-ის ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, სიმბიოზის აღსადგენად

თვისებები
Pefrakehl-ი მიიღება საფუარა სოკოს Candida parapsilosis-საგან. იზოპათიის პრინციპის მიხედვით, პრეპარატს შეუძლია სიმბიოზის აღდგენა მცენარეულ ორგანიზმებს (რომლებსაც მიეკუთვნება ეს საფუარა სოკო) და ძუძუმწოვრების ორგანიზმს შორის. წამალს შეუძლია გამოიწვიოს რეაქციები, რომელთა დათრგუნვა
მიზანშეწონილი არ არის. რამოდენიმე დღის შემდეგ ისინი ქრება და დაავადებასთან დაკავშირებით გვაძლევს ოპტიმიზმს, რომ დავადებას მოვარჩენთ.

მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება დღეში ერთხელ 8 წვეთი, საკვების მიღებამდე
შესაზელად:
ა) 5-10 წვეთის შეზელვა დღეში ერთხელ დაზიანებულ ადგილას ან იდაყვის ფოსოში
ბ) პარენტერული მკურნალობისას იმ დღეებში, როდესაც ინექციები დანიშნული არ არის, კვირაში 2-ჯერ 5-10 წვეთი
საინჰალაციოდ:
10-20 ღრმა ჩასუნთქვა 2-3-ჯერ დღეში

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

მითითება
Candida parapsilosis წარმოადგენს ასევე კომბინირებული პრეპარატის – Exmykehl-ის მოქმედ ნივთიერებას

გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება