რეკარცინ D6 სანთლები (ნატუროპათი) / Recarcin D6 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს: 0.2 გ Bacillus firmus SA.C.501* (=DSM 4816) D6 HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, 1.8 გ მყარი ცხიმი.

ჩვენება
როგორც იმუნომუდალორი, ყველა ქვემწვავე და ქრონიკული ანთებებითი დაავადებების დროს, განსაკუთრებით ჯირკვლების და სეროზული გარსების. მაგალითად:
– ფარისებური და კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგიები; საკვერცხეების დაზიანებები (დაკავშირებული დისმენორეასთან, პირველად ან მეორად ამენორეასთან);
– სხადასხვა ლორწოვანი გარსის – პირის, ცხვირის, სასუნთქი გზების (ქრონიკული ბრონქიტი), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის (გასტრიტი, კოლიტის სინდრომი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლული)
– ქრონიკული ანთებები
– ართრიტები, ართროზები

თვისებები
Recarcin-ი პრეპარატია, რომელიც Bacillus firmus SA.C.501* (=DSM 4816)-ის, არაპათოგენური სპორაწარმომქმნელი ჩხირების ჯგუფის განსაკუთრებული შტამისგანაა მიღებული. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ Recarcin-ი ზრდის ნორმალური ბაქტერიული ფლორის დაცვით ძალებს. მის შემადგენლობაში პოლისაქარიდების,
ფერმენტების და სპეციფიური ცილოვანი კომბინაციების შემცველობა
განაპირობებს განსაკუთრებულ მოქმედებას, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც იმუნოთერაპია და გამაღიზიანებელი თერაპია. ამასთან, ხდება პროგრესირებადი პათოლოგიური პროცესების დაბლოკვა, აქტიურდება სპეციფიური დაცვითი ძალები.
იმუნოლოგიური ტესტის მოდელში დადგენილი იქნა ფაგოციტური აქტივობის არსებითი მატება. T- ლიმფოციტების პროლიფერაციის მნიშვნელოვანი გაძლიერების გამო Recarcin-ი ეფექტურ იმუნომოდულატორად მიიჩნევა.

მიღების წესი და დოზირება
რექტალურად 1 სანთელი კვირაში 1-3-ჯერ, ძილის წინ

გვერდითი მოქმედებები
ზოგადად, პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად, შეიძლება აღინიშნოს შეზელვის ადგილის სიწითლე, რომელიც თავისთავად სწრაფად გაივლის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ, როგორც არა გვერდითი მოქმედება, არამედ როგორც პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინება. ასეთ შემთხვევაში Recarcin-ით
მკურნალობა უნდა დროებით შეჩერდეს და გაგრძელდეს სიმპტომურად.
უკუჩვენებები ცხელება ან დასუსტებული მდგომარეობა. პრეპარატში შემავალი
აქტიური ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს მედიკამენტი არ ინიშნება.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიულმა მედიკამენტებმა შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს Recarcin-ის ეფექტურობაზე. ზოგადი გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა დაცული იქნეს 4-კვირიანი ინტერვალი ვაქცინაციამდე და მის შემდეგ.

მითითებები
Recarcin-ი იზოპათიაში ყველა ქრონიკული დაავადების დროს არასპეციფიური
გამაღიზიანებელი თერაპიის სახით ინიშნება. დადებითი შედეგით გამოვლინდა Recarcin-ის და Utilin-ის მონაცვლეობა. Recarcin-ი ეფექტურია გამაღიზიანებელი დოზის ზღვარს ქვემოთაც კი. შემადგენლობაში შედის ლაქტოზა.

გამოშვების ფორმა: 10 სანთელი
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება