პოლისან "ემ" წვეთები (ნატუროპათი) / Polysan "M" (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

 

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
10 მლ შეიცავს: დოქტორ კარლ შპენგლერის D9 განზავების კოლოიდური ხსნარის 10 მლ-ს, Malaria-Plasmodium-ის ანტიტოქსინებთან ერთად. დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი

ტესტების შესაძლებლობები შპენგლერის მიხედვით
მალარია, მისი მოგვიანებითი გართულებები

თვისებები
Polysan-ის ჯგუფის პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც თერაპიაში, ასევე დიაგნოსტიკაში. ქრონიკული დაავადებებით, როგორიცაა ტუბერკულოზი, რევმატიზმი, კიბო და ა.შ. დაავადებულთა ერითროციტებიდან მედიცინის დოქტორმა კარლ შპენგლერმა გრამდადებითი და გრამუარყოფითი გრანულები გამოყო, რომლებსაც სისხლის პარაზიტები უწოდა. გრამდადებითი ავთვისებიანი გრანულები, შპენგლერის მიხედვით, ფემენტაციულად არღვევენ ჟანგბადისა და ჰემოგლობინის კავშირს, ამასთან ერთად, ხელს უშლიან იმუნური ნივთიერებების წარმოქმნას. მისი მტკიცებით, აღნიშნული გრანულებით დაზიანებული ერითროციტები სპეციფიური მემკვიდრეობით გადაცემული ტოქსინების მატარებლებია. ეს სპეციფიური მემკვიდრეობითი ალერგოზები ბავშვს დედის სისხლით გადაეცემა და შესაძლოა შთამომავლობის მთელი თაობები დააავადოს. სპეციალურ საკვებ ნიადაგებზე გრანულების გამოზრდის შემდეგ დოქტორმა შპენგლერმა დაამზადა ვაქცინა, რომელიც ჰომეოპათიურად პოტენცირებული ფორმის სახით გამოიყენება ქრონიკული ინფექციების დროს აქტიური
იმუნიზაციისათვის. ადამიანის სისხლში დაავადების გადატანის შედეგად არსებული ანტისხეულები, ანტიგენ-
ანტისხეულის რეაქციის ტიპის მიხედვით რეაგირებას ახდენენ შპენგლერის შესაბამის კოლოიდთან.
Polysan-ის პრეპარატების გამოიყენებით ძლიერდება სხეულის სპეციფიური იმუნური დაცვა. აღსანიშნავია,
რომ ადგილობრივი ჩივილები არ მიუთითებს ქრონიკული ანთებითი კერის აუცილებელ არსებობაზე. თუმცა, ყველა შემთხვევაში მკურნალობა უნდა ჩატარდეს, ვინაიდან ეს ქრონიკული ანთებითი პროცესის მუდმივი
კერები ბლოკავენ ორგანიზმის შიდა რეგულაციას.

მიღების წესი და დოზირება
მკურნალობის მიზნით:
ჩვეულებრივ, ინიშნება 5-10 წვეთი შეზელვის სახით იდაყვის ფოსოში დღეში სამ ჯერ.
დიაგნოსტიკის მიზნით: საკვლევი სისხლის 1 წვეთი უნდა შევურიოთ Polysan-ის შესაბამისი
ანტიგენის 1 წვეთს. ანტიგენ-ანტისხეულის ტიპის რეაქციის განვითარების შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალით და მიკროსკოპით ჩანს აგლუტინაციის რეაქციის დაწყება. აგლუტინაციის ხარისხი,
ამავე დროს, ანტისხეულების ტიტრის საზომია.

გვერდითი ეფექტები
არ არის ცნობილი. ვინაიდან Polysan`M~ შეიცავს სპეციფიურ ორგანულ კომპონენტებს, თეორიულად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში მიღება უნდა შეწყდეს და მკურნალობა გაგრძელდეს სიმპტომურად.

უკუჩვენება
არ არის ცნობილი

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
არ არის ცნობილი

პროფილაქტიკა
ისევე, როგორც მრავალი სხვა მედიკამენტი აღნიშნული პრეპარატიც
არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე ორსულ
ქალებში, მეძუძურ დედებში და ბავშვებში

მკურნალობის ხანგრძლივობა
ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ საწვეთურიან ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება