რინოტაისი დოქტორ ტაისი

რინოტაისი დოქტორ ტაისი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ რინოტაისი დოქტორ ტაისი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება: ქსილომეტაზოლინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
100გ ინტრანაზალური გამოყენების ხსნარი, გამჭვირვალე უფერო ან ღია ყვითელი ფერის დამახასიათებელი სუნით. შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ……. 0.100გ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი…………….   0.250გ
ნატრიუმის ჰიდროფოსფატი ……………….   0.250გ
ნატრიუმის ქლორიდი………………………..   0.400გ
სორბიტოლის ხსნარი 70%-იანი……………   3.000გ
ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი
0.10% – იანი ……………………………………  10.000გ
ევკალიპტის ზეთი………………………………   0.090გ
გასუფთავებული წყალი……………………….  85.910გ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ალფა-ადრენომიმეტიკი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქსილომეტაზოლინი განეკუთვნება სისხლძარღვთა შემავიწროვებელ ადგილობრივ საშუალებათა (დეკონგესტანტთა) ჯგუფს ალფა-ადრენომიმეტიკური აქტივობით, იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა შევიწროვებას, რითიც აქრობს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ჰიპერემიას, აღადგენს ცხვირის არხების გამტარებლობას, აადვილებს ცხვირით სუნთქვას.
პრეპარატის მოქმედება იწყება მისი გამოყენებიდან რამდენიმე წუთში და გრძელდება 10 საათამდე.

ფარმაკოკინეტიკა:
ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება, ამიტომ კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ძალიან მცირეა (ერთობლივი ანალიტიკური მეთოდებით არ ისაზღვრება).

ჩვენება:
გამოიყენება რინიტის (სურდო) მოვლენებით მიმდინარე მწვავე რესპირატორული დაავადებების, მწვავე ალერგიული რინიტის, სინუსიტების, შუა ოტიტის (ცხვირხახის შეშუპების შესამცირებელი კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში) დროს, რინოსკოპიის პროცედურის ჩატარების შესამსუბუქებლად.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის მიმართ, არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, ჰიპერთირეოზი, ქირურგიული ჩარევები ტვინის გარსებზე (ანამნეზში), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, 6 წლამდე ბავშვთა ასაკი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება მაო და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით თერაპიის დროს. სიფრთხილით – შაქრიანი დიაბეტის დროს.

გამოყენების მეთოდი და დოზები:
თუ არ არის სხვაგვარი დანიშნულება, მოზრდილებში და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 შესხურება თითოეულ ნესტოში (აუცილებლობისას შეიძლება გამეორება); ჩვეულებრივ, საკმარისია 3-4 შესხურება დღეში.

მნიშვნელოვანია:
არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გაზრდა! განსაკუთრებით ეს ეხება ხანდაზმულ ასაკის პაციენტებს და ბავშვებს.
შესასხურებელი მოწყობილობის არსებობის წყალობით დოქტორ ტაისი რინოტაისი თანაბრად ნაწილდება ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მთელ ზედაპირზე. პრეპარატის უკეთესი განაწილებისთვის ფლაკონი გამოყენებისას უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში ცხვირით ზემოთ. ფლაკონის ცხვირი თავსდება რიგ-რიგობით თითოეულ ნესტოში, პრეპარატის შესხურება ხდება შესასხურებელზე ერთხელ მკვეთრი დაწოლით. ჰაერი ცხვირით შეიწოვება შესხურების მომენტში.
თუ არ გამოიხატა გაუმჯობესება მკურნალობის კურსის შემდეგ, მაგ: ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
არ შეიძლება პრეპარატის უწყვეტი გამოყენება 5 დღეზე მეტი დროის განმავლობაში.

გვერდითი ეფექტები:
ხშირი ან/და ხანგრძლივი გამოყენებისას  – ცხვირხახის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება ან/და სიმშრალე, წვა, ჩხვლეტა, ცემინება, ჰიპერსეკრეცია;
იშვიათად – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, ღებინება, თავის ტკივილი, გაძლიერებული გულისცემა, არტერიული წნევის მომატება, უძილობა, მხედველობის დარღვევა, დეპრესია (დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას).

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: სომპტომური, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:
შესაძლებელია სისტემური მოქმედების გაძლიერება მაო-ს ინჰიბიტორებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთდროული გამოყენებისას.

განსაკუთრებული მითითებები:
არ შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენება, მაგ: ქრონიკული რინიტის დროს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვაზე:
რეკომენდებულზე დიდი დოზებით ქსილომეტაზოლინის გამოყენებამ შეიძლება გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვაზე.

გამოშვების ფორმა:
პოლიეთილენის ფლაკონი 10მლ შესასხურებელი მოწყობილობით, მისახრახნი თავსახურის მქონე ცხვირით, მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი
არ შეიძლება გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: დოქ. ტაის ნატურვარენ გმბჰ, გერმანია

გაფრთხილება