პაროდიუმი

პაროდიუმი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პაროდიუმი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება: ქლორჰექსიდინი, რევანდის ექსტრაქტი, ფორმალდეჰიდი / CHLORHEXIDINE; FORMALDEHYDE; RHUBARB

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება ანტიბაქტერიულ, ჰემოსტატიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი: ტუბში 100 გ
100 გ
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი………………. 0.02გ
რევანდის ექსტრაქტი……………………………      0.20 გ
ფორმალდეჰიდი…………………………………       0.10გ
ექსციპიენტი: 100 გ-მდე

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პაროდიუმი ხასიათდება ანტიბაქტერიული, ჰემოსტატიური, ანთების საწინაღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრით.

ჩვენებები:
პაროდონტის დაავადებების (გინგივიტი, პარდონტიტი, პაროდონტოზი კონსერვატიულ და ოპერაციული მკურნალობის კომპლექსში გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ჰემოსტატური თერაპია.

მიღების წესი და დოზირება:
– კონსერვატული მკურნალობის და პოსტოპერაციული პერიოდის დროს, სახლის პირობებში, გელის წასმა შესაძლებელია თითით ან სპეციალური აპლიკატორით ანთებადი ღრძილის ზედაპირზე 2-3-ჯერ დღეში.
– მარდონტის დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის დროს კიურეტაჟი, გინგივოტომია ნაფლეთოვანი ოპერაციები. პაროდიუმი გამოიყენება ჭრილობებისა და პაროდონტალური ჯიბეების დასამუშავებლად.
– პაროდიუმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დენტალური ნახვევების სახით, ეფექტურობის გაზრდის ასამაღლებლად რეკომენდებულია პაროდიუმის გამოყენება ანტისეპტურ სავლებ ხსნარ ელუდრილთან  და ანტიბაქტერიულ კბილის პასტა ელგიდიუმთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
გელი არ გამოიყენება ახალშობილებში.

* განსაკუთრებული მითითებები:
პაროდიუმი არის სამკურნალო პრეპარატი და არ გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პაროდიუმის და ისეთი კბილის პასტის ერთდროულად გამოყენებამ, რომელიც არ შეიცავს ქლორჰექსიდინს, შეიძლება გამოიწვიოს თერაპიული ეფექტის შესუსტება, რაც გამოწვეული იქნება აქტიური კომპონენტების არასასურველი ურთიერთქმედებით.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

გაფრთხილება