როდასკონი

როდასკონი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ როდასკონი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება:  ვარდისფერი როდეოლას ფესვები და ფესურა/RHODIOLAE ROSEAE RHIZOMATA ET RADICES

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საერთო მატონიზებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები: მცენარეული ადაპტოგენი.
როდასკონი იცავს ორგანიზმს კლიმატის, დღის რითმის და ტემპერატურის სწრაფი ცვლილებისას, ხელს უწყობს ორგანიზმის რეზისტენტობის ამაღლებას გარემოს არახელსაყრელი ფაქტორების მიმართ.

ჩვენებები:
• ასთენიური და ნევროზული მდგომარეობა;
• ყურადღების, კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება;
• ხანგრძლივი დაავადებების შემდგომი აღდგენითი პერიოდი;
• ალკოჰოლიზმის კომპლექსური მკურნალობა;
• პოსტოპერაციული და რეკონვალესცენციის პერიოდში კომპლექსური მკურნალობის დროს;
• გადატანილი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების შემდგომ პერიოდში;

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში 2-3 ტაბლეტი დღის პირველ ნახევარში ჭამის წინ 2-3 კვირის განმავლობაში.
მძიმე ფიზიკური დატვირთვისას 2-4 ტაბლეტი დატვირთვამდე 30 წუთით ადრე.

უკუჩვენება:
ორსულობა, ჰიპერტონული კრიზი, ბავშვთა ასაკი, აგზნებული მდგომარეობა. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული დღის მეორე ნახევარში.

გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება აგზნება, უძილობა, თავის ტკივილი, ჰიპერტონია.

შენახვის ვადა და პირობები: 3 წელი. ინახება ბნელ, გრილ ადგილას.

გამოშვების ფორმა: ტაბლეტები შეფუთვაში 20 ც.

მწარმოებელი: GEORGIAN PHARMACEUTICALS GROUP

გაფრთხილება