როტაპროსტი

როტაპროსტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ როტაპროსტი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

პრეპარატის ათქ კოდი      G04CX

შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები
ჯუჯა პალმის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი  (შერენოა რეპენს)              80 მგ
გოგრის თესლების მშრალი ექსტრაქტი                           200 მგ
ჭინჭრის ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Uრტიცა დიოიცა)              150 მგ
თუთია (თუთია პიკოლინატის სახით)                            0.105 მგ
სელენი (ნატრიუმის სელენიტის სახით)                                 22.5 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:  მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: რკინის შავი ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, ჟელატინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
როტაპროსტი გამოიყენება შარდვის ფუნქციის დარღვევის დროს, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიასა და პროსტატიტთან.
ჯუჯა პალმის ნაყოფებისა და ჭინჭრის ფესვების მშრალ ექსტრაქტებს გააჩნია ანტიანდროგენული, ანთების საწინააღმდეგო, შეშუპების საწინააღმდეგო და ანტიპროლიფერაციული ეფექტი, რომელიც შერჩევითად ვლინდება წინამდებარე ჯირკვალზე და არ მოქმედებს სასქესო ჰორმონების დონეზე სისხლის პლაზმაში, გავლენას არ ახდენს პოტენციასა და ლიბიდოზე.

ადგილობრივი ანტიანდროგენული მოქმედება გამოწვეულია დიჰიდროტესტოსტერონის სინთეზის ინჰიბირებით (ფერმენტ 5-ალფა-რედუქტაზას დათრგუნვის გზით) და ციტოზოლის რეცეპტორებთან მისი ფიქსაციით, რაც ხელს უშლის ჰორმონის შეღწევას ბირთვში, შედეგად მცირდება ცილის სინთეზი. ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია ჯუჯა პალმის ნაყოფების ექსტრაქტის მიერ ფოსფოლიპაზა A2-ის აქტივობის ინჰიბირებით, რაც ამცირებს არაქიდონის მჟავის გამოთავისუფლებას შედეგად ანთების მედიატორების – პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სინთეზს. თერაპიის პირველივე კვირების განმავლობაში მცირდება კაპილარების კედლების განვლადობა და სისხლძარღვოვანი სტაზი,ასევე  შეშუპება და ანთებითი პროცესი პროსტატაში; მცირდება შარდის ბუშტის ყელის და შარდსადინრის კომპრესია, უმჯობესდება უროდინამიკური მაჩვენებლები. ადგილობრივი ანტიპროლიფერაციული მოქმედება ვლინდება ზრდის ფაქტორების აქტივობის დაქვეითების (უპირველესად ეპიდერმული და ფიბრობლასტური) და პროსტატის უჯრედების აპოპტოზის პროცესების დაჩქარების ხარჯზე. შედეგად ფერხდება პროსტატის ზრდა და მცირდება მოცულობა.
გოგრის თესლების მშრალი ექსტრაქტი ტოკოფეროლების (ალფა-, ბეტა-, გამა-, სიგმა-იზომერები) და კაროტინოიდების მაღალი შემცველობის გამო ავლენს გამოხატულ ანტიოქსიდანტურ აქტივობას, რაც თრგუნავს ლიპიდების ზეჟანგური დაჟანგვის პროცესებს ბიოლოგიურ მემბრანებში. გოგრის თესლში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ფარმაკოლოგიური ეფექტების ერთობლიობა განსაზღვრავს მის ანთების საწინააღმდეგო და ციტოპროტექტორულ მოქმედებას. ანტიანდროგენული თვისებები განაპირობებს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციის ინჰიბირებას, ხოლო ანთების საწინააღმდეგო და მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი მოქმედება იწვევეს პროსტატის ფუნქციის ნორმალიზდებას.
თუთია – ახდენს უჯრედული მემბრანების სტაბილიზაციას, გავლენას ახდენს რეგენერაციის პროცესებზე, ნერვული იმპულსის გატარებაზე, გააჩნია იმუნომოდულაციური მოქმედება იმუნიტეტის თ-უჯრედოვან რგოლზე და ზრდის არასპეციფიკური იმუნური დაცვის ფაქტორებს.
სელენი – ხასიათდება ანტიოქსიდანტური აქტივობით, აქვეითებს ორგანიზმზე გარეგანი არახელსაყრელი ფაქტორების გავლენას.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებიდან გამომდინარე, ფარმაკოკინეტიკის შესწავლა შეუძლებელია

გამოყენების ჩვენებები
– შარდვის პროცესის დარღვევა პროსტატის I და II ხარისხის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს;
– შარდვის პროცესის დარღვევა პროსტატიტის დროს;
– პოსტოპერაციულად პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის რეციდივის პროფილაქტიკა.

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი როტაპროსტი ინიშნება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს). კაფსულა მიიღება შიგნით, კვებისგან დამოუკიდებლად, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი – არანაკლები 30 დღისა. ოპტიმალური სქემა და მკურნალობის განმეორებითი კურსი ინიშნება ექიმის მიერ და დგინდება ინდივიდუალურად.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი ეფექტები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად-გულისრევა, გულძმარვა, გასტრალგია (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრეპარატის მიღება ხდება უზმოზე).

განსაკუთრებული მითითებები
როტაპროსტი სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში კუჭ-ნაწლავის დაავადებების მქონე პაციენტებში.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
როტაპროსტი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენება პედიატრიაში
პედიატრიულ პრაქტიკაში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
როტაპროსტისა და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა.

შენახვის პირობები
ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°С.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა
2 წელი წარმოების თარიღიდან. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: მყარი კაფსულა # 30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Kendy Pharma, ბულგარეთი

გაფრთხილება