როვინოპროსტი / ROVINOPROST

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები. პროსტატოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური, იმუნომასტიმულირებელი საშუალება.

შემადგენლობა:
გოგრის თესლის ზეთი (Pumpkin seed oil) 250 მგ
ჯუჯა პალმა (Saw Palmetto) 208 მგ
მცენარეთა მტვრიანა (Pollen) 100 მგ
არგინინი (Arginin) 80 მგ
ვიტამინი E (Vitamin E) 36 მგ
თუთია (Zinc) 22.5 მგ
სელენი (Selen) 15 მკგ
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
Pumpkin seed oil  – გოგრის თესლის ზეთის მოქმედებას განაპირობებს მის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები: კაროტინოიდები, ტოკოფეროლები (ალფა-, ბეტა-, გამა-, სიგმა-იზომერები), ფოსფოლიპიდები, სტერინები, ფოსფატიდები, ფლავანოიდები,
ვიტამინი A, ვიტამინი E, ვიტამინი F,ვიტამინიB1, ვიტამინიB2, ვიტამინიB6, ვიტამინი C, ვიტამინი PP, ნაჯერი და უჯერი ცხიმოვანი მჟავები(პალმიტინის, სტეარინის, ოლეინის, ლინოლის, ლინოლენის, არაქიდონის),
მინერალური ნაერთები,მიკროელემენტები. ტოკოფეროლებისა და კაროტინოიდების მაღალი შემცველობა ახდენს გამოხატულ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, თრგუნავს ბიოლოგიურ მემბრანებში ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვით პროცესებს.ესენციური ფოსფოლიპიდები – უჯრედული მემბრანების და მემბრანული ორგანელების სტრუქტურული ელემენტები, არეგულირებს მემბრანულ გამავლობას და ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესებს, ხელს უწყობს მემბრანის სტრუქტურისა და ფუნქციის აღდგენას,  აქვს  ძლიერი პროსტატოპრო-ტექტორული მოქმედება,აგრეთვე ამცირებს ანთებით პროცესებს. უჯერი ცხიმოვანი მჟავები მონაწილეობს ლიპიდურ ცვლაში,ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების ცვლის რეგულაციაში, არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმში.
Saw Palmetto – ჯუჯაპალმა ტრადიციულად, რეკომენდებულია პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის,შარდგამომყოფი სისტემის ინფექციების და იმპოტენციის დროს. დადგენილია, რომ ჯუჯა პალმის ზოგიერთი კომპონენტი ეფექტურად ამცირებს პროსტატის ჰიპერპლაზიას. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნის ინჰიბირებასთან, დიჰიდროტესტოსტერონი პასუხისმგებელია პროსტატის ზომების მომატებაზე. ამას გარდა, ჯუჯა პალმის ექსტრაქტი ახდენს დიჰიდროტესტოსტერონის რეცეპტორების ბლოკირებას. კლინიკური კვლევები ამტკიცებს, რომ ჯუჯა პალმის ექსტრაქტი ხელს უშლის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარებას შემთხვევათა 90%-ში. დამტკიცებულია ჯუჯა პალმის გამოყენების ეფექტურობა ესტროგენების რეცეპტორების ბლოკირებისათვის.
Pollen –  მცენარეთა მტვრიანა, ყვავილოვან მცენარეთა მამრობითი სქესის ორგანო, რომელიც აუცილებელია მცენარეთა განაყოფიერებისათვის. ფუტკრის მტვერი ითვლება ყველაზე სრულყოფილ ბუნებრივ საკვებ პროდუქტად, შეიცავს თითქმის ყველა მნიშვნელოვან სასიცოცხლო აუცილებლობის მქონე კომპონენტს: – ცილა, 18 ამინომჟავა, 16 ვიტამინი, 18 მინერალი, 28 მიკროელემენტი, ფერმენტები და ა.შ. მტვრიანა მატებს ენერგიას,ზრდის ფიზიკურ ამტანობას, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს გახდომას,აძლიერებს გონებრივ შესაძლებლობებს, იცავს ორგანიზმს გულის დაავადებების, სიმსივნის, ართრიტების დასტრესისგან. ითვლება, რომ ფუტკრის მტვრის გამოყენება პერორალურად ხელს უწყობს დაბერების პროცესის შენელებას, კანის გაახალგაზრდავებას და ახალგაზრდული ენერგიის შენარჩუნებას.
Vitamin E  -აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუცილებელია ქსოვილების რეგენერაციისათვის. ვიტამინ E-სგამოხატული აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს უჯრედებს დაზიანებისგან ანელებს რა ლიპიდების ჟანგვით პროცესებს და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ვიტამინი E, აგრეთვე მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების კოლაგენური და ელასტინური ბოჭკოების ფორმირებაში. ტოკოფეროლი ხელს უშლის სისხლის შედედების მომატებას, დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაზე,მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, გონადოტროპინების წარმოქმნაში. E ვიტამინის დეფიციტი მამაკაცებში იწვევს სათესლის ეპითელიუმის ცვლილებებს.
Zinc  – თუთია მონაწილეობს იმუნიტეტის ფორმირებაში და მამაკაცის სასქესო ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებაში (წარმოადგენს მამაკაცის სასქესო ჰორმონის დიჰიდრო-ტესტოსტერონის შემადგენელ ნაწილს). სავარაუდოდ, ამიტომ მისი შემცველობა ყველაზე მაღალია სათესლის და ჯალღუზისებრი სხეულის(ეპიფიზის) ქსოვილებში, რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია მამაკაცისა და ქალის სექსუალური ფუნქციის რეალიზაციასთან. ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას (T-ლიმფოციტების სინთეზი).
Selen – სელენი გარკვეულ როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში. შედის მრავალი ცილის, ლიპოსაქარიდის და ფერმენტის შემადგენლობაში. აქვს ძლიერად გამოხატული ანტიკანცეროგენული მოქმედება, ამასთან არა მხოლოდ ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს, არამედ აჩერებს  ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას. უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების დაცვას და მოძრაობას, მის ამ თვისებას ხშირად იყენებენ მამაკაცის უშვილობის მკურნალობაში. სელენი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის იოდის შემცველი ჰორმონების სინთეზისათვის. ამიტომ იოდის დეფიციტთან ბრძოლა შეუძლებელია სელენური შიმშილის დროს.ყველაზე მეტად სელენი ცნობილია როგორც ხანგრძლივი სიცოცხლის მიკროელემენტი, რადგან ის არამარტო იცავს უჯრედულ მემბრანებს ჟანგბადის აგრესიული ფორმებით დაზიანებისაგან, არამედ აქტიურად ეხმარებავიტამინ E-ს მისი ძლიერი ანტიოქსიდანტური პოტენციალის სრულად რეალიზებაში.
Arginin – არგინინი ახდენს სპერმატოგენეზის პროცესის სტიმულირებას და სასქესო ორგანოების ავსებას სისხლით. სათესლე სითხე შეიცავს არგინინს, ამიტომ მას იყენებენ მამაკაცის უშვილობის მკურნალობის კომპლექსურ თერაპიაში.

ჩვენებები:
• ქრონიკული პროსტატიტი.
• წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია – ადენომა (I და II
სტადია).
• სპერმატოგენეზის დაქვეითება. აზოსპერმია, უნაყოფობა.
• მამაკაცებში პოტენციის მოსამატებლად.
• ზრდის ფიზიკურ ძალას, ამტანობას და აქტივობას. ახდენს იმუნური სისტემის ნორმალიზებას.
• ინფექციური დაავადებების რეაბილიტაცია და პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:
როვინოპროსტი მიიღება შინაგანად, ჭამის შემდეგ 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში
გვერდითი მოქმედება: იშვიათად კანის მხრივ რეაქციები, ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია გულისრევა,ღებინება.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
ჭარბი დოზირება:  სიმპტომები: გვერდითი ეფექტების გამოვლენის გაძლიერება. მკურნალობა: კუჭისამორეცხვა, სიმპტომური თერაპია.
შენახვის პირობები:
 შეინახეთ არაუმეტეს 24OC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GRICAR CHEMICAL, იტალია

გაფრთხილება