როტაკინაზა

როტაკინაზა. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ როტაკინაზა აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): სტრეპტოკინაზა/streptokinase

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰემორაგიული და ჰემოსტაზური საშუალებები, ფიბრინოლიზის ინჰიბიტორები

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სტრეპტოკინაზა 1 500 000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: პოლიგელინი, ადამიანის შრატის ალბუმინი.
აღწერილობა: წყალში ადვილად ხსნადი, ლიოფილიზირებული, ჰიგროსკოპული მშრალი ფხვნილი თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის.

ფარმაკოლოგიური თვისებები
რო­ტა­კი­ნა­ზა – ფიბრი­ნო­ლი­ზური სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­ი­ცავს სტრეპ­ტო­კი­ნა­ზას, ფერ­მენ­ტულ ცი­ლას, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლია 50 000 დალ­ტო­ნის მო­ლე­კუ­ლუ­რი მა­სის მქო­ნე С ჯგუფის β-ჰე­მო­ლი­ზუ­რი სტრეპ­ტო­კო­კის კულ­ტუ­რი­დან. პლაზ­მი­ნო­გენ­თან (პროფიბრი­ნო­ლი­ზინ­თან) ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბი­სას ქმნის კომ­პლექსს, რო­მე­ლიც
ააქ­ტიურებს სის­ხლის ან სის­ხლის კოლტის პლაზმინოგენის გარდაქმნას პლაზ­მი­ნად (ფიბ­რი­ნო­ლი­ზად). ეს უკა­ნას­კნე­ლი არის პრო­ტე­ო­ლი­ზური ფერ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ხსნის ფიბ­რი­ნის ბოჭ­კო­ებს სის­ხლის კოლტსა და თრომ­ბში, იწ­ვევს ფიბ­რი­ნო­გე­ნი­სა და პლაზ­მუ­რი პრო­ტე­ი­ნე­ბი­ს დეგრა­და­ცი­ას, მათ შო­რის შე­დე­დე­ბის V (აქ­ცე­ლი­რი­ნი) და VII (კონ­ვერ­ტი­ნი) ფაქ­ტო­რე­ბი­სა. ხსნის თრომბს, რო­გორც ზე­და­პირ­ზე, ისე შიგ­ნი­დან მოქ­მე­დებით.

ჩვენებები
– მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (პირველი 12 საათის განმავლობაში);
– ფილტვის არტერიისა და მისი ტოტების თრომბოემბოლია;
– არ­ტე­რი­ე­ბის თრომ­ბო­ზი და თრომ­ბო­ემ­ბო­ლია (პე­რი­ფე­რი­უ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის მწვა­ვე, ქვემ­წვა­ვე, ქრო­ნი­კუ­ლი თრომ­ბო­ზი, ქრო­ნი­კუ­ლი მა­ობ­ლი­ტი­რე­ბელი ენ­დარ­ტე­რი­იტი, არ­ტე­რი­ო­ვე­ნო­ზუ­რი შუნ­ტის ობ­ლი­ტე­რა­ცია);
– ბა­დუ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი სის­ხლძარ­ღვე­ბის ოკ­ლუ­ზია – 6-8 სა­ათ­ზე ნაკ­ლე­ბი
ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­ს (არ­ტე­რი­ე­ბი); 10 დღე­ზე ნაკ­ლე­ბი ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­ს (ვე­ნე­ბი);
– დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ან თე­რა­პი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­დე­გად განვითარებული
არ­ტე­რი­ე­ბის თრომ­ბო­ზი ბავ­შვებში, ახალ­შო­ბი­ლებ­ში სის­ხლძარ­ღვე­ბის თრომ­ბო­ზი
კა­თე­ტე­რი­ზა­ცი­ის დროს;
– შინაგანი ორგანოების ვენების თრომბოზი, კი­დუ­რე­ბი­ს ღრმა ვე­ნე­ბისა (14 დღე­ზე ნაკ­ლე­ბი ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­ს) და მენჯის ვენების თრომბოზი;
– რეთ­რომ­ბო­ზი სის­ხლძარ­ღვებ­ზე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ;
– ჰე­მო­დი­ა­ლი­ზუ­რი შუნ­ტის თრომ­ბო­ზი;
– თრომ­ბო­ზი გუ­ლის სარ­ქვე­ლე­ბის პრო­თე­ზი­რე­ბი­სას;
– ი/ვ კა­თე­ტე­რის გა­მო­რეც­ხვა (მათ შო­რის ჰე­მო­დი­ა­ლი­ზი­სთ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი­ს);
– მი­ო­კარ­დი­უ­მის მწვა­ვე ინ­ფარ­ქტის დროს მოს­ვე­ნე­ბის სტე­ნო­კარ­დი­ის მო­ნო- ან
კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი თე­რა­პია.

მიღების წესები და დოზები
როტაკინაზა ვენაში შეყავთ წვეთოვნად, ხოლო აუცილებლობისას – ინტრა­არტერიულად ან ინტრაკორონარულად. სტრეპოკინაზის ხსნარის დამ­ზადებისას არ შეიძლება მისი შენჯღრევა, რათა არ წარმოიქმნას ქაფი.
მიოკარდიუმის ინფარქტის (პირველი 12 საათის განმავლობაში) შემთხვევაში ინიშ­­ნება ინტრავენურად, წვეთოვნად, 1 500 000 სე დოზით, გახსნილი 100 მლ ნატ­რი­უმის ქლორიდის 0.9%-იანი ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში. შესაძლებელია ინტრაკორონარული შეყვანა დოზით 250 000-300 000 სე 30-60 წუთის განმავლობაში.
პერიფერიული არტერიებისა და ვენების თრომბოზი: ხანმოკლე თრომბოლიზის შემ­თხვევაში ინტრავენურად, წვეთოვნად, საწყისი დოზით 250 000 სე 30 წუთის განმავლობაში, შემანარჩუნებელი დოზა – 1 500 000 სე/სთ 6 საათის განმავლობაში; საჭიროებისამებრ შეიძლება კურსის განმეორება (მაგრამ არა უგ­ვიანეს მეხუთე დღისა პირველი კურსის ჩატარების მომენტიდან). ხან­გრძლი­ვი თრომბოლიზის შემთხვევაში ინტრავენურად, წვეთოვანი სახით, 250 000 სე დო­ზით 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ 1 000 000 სე/სთ ინფუზიის სახით, ხან­გრძლივობით 12 საათიდან 3-5 დღემდე (არა უმეტეს); საჭიროებისამებრ შე­იძ­ლება თერაპიის გაგრძელება შესვენების შემდეგ და სხვა ჰომოლოგიური თრომ­ბოლიზური საშუალებების შესაძლო ჩანაცვლებით.
ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია და არ­ტე­რი­უ­ლი ოკლუზია: ინტრავენურად, წვეთოვნად, დო­ზით 250 000 სე 100-300 მლ გამხსნელში 30 წუთის განმავლობაში. დარტყმითი დოზის შეყვანისთანავე იწყება შე­მანარჩუნებელი თერაპია. შეიძლება 100 000 სე როტაკინაზის შეყვანა ყოველ ერთ საათში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. შეიძლება 12-საათიანი ინფუ­ზი­ის ჩატარება დოზით 1 200 000 სე 500 მლ გამხსნელში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფუზიის სიჩქარე იყოს მუდმივი. ინფუზიის დასრულების შემდეგ სა­სურ­ველია სისხლძარღვების გამტარობის საკონტროლო გამოკვლევა. თუ 3 დღის განმავლობაში დადებითი კლინიკური ეფექტი არ აღინიშნა, თერაპია უნ­და შეწყდეს. აუცილებლობის შემთხვევაში როტაკინაზით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 1-3 დღით.
ჰემოდიალიზურ შუნტში თრომბის გასახსნელად 100 000 სე როტაკინაზას ხსნიან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის 100 მლ-ში. შუნტის დათრომბილ მონაკვეთში შეყავთ 10 000 – 25 000 სე (10 – 25 მლ), რის შემდეგაც შუნტის ვენურ ბოლოს კეტავენ მომჭერით. შუნ­ტის არტერიულ ბოლოს უერთებენ სტერილურ შპრიც-ტუმბოს – საჰაერო სიცარიელის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს არტერიის პულსაციას. სა­ჭი­როების შემთხვევაში შეიძლება როტაკინაზას ხელმეორედ შეყვანა 30-45 წუთის შემდეგ.
არტერიების თრომბოზი ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში განვითარებული სხვადასხვა პროცედურის შედეგად: ინტრავენურად, წვეთოვნად, დოზით 1000-10000 სე/კგ სხეუ­ლის მასაზე, 20-30 წუთის განმავლობაში, შემდგომი ხანგრძლივი (მაგრამ არა უმე­ტეს 5 დღისა) ინტრავენური ინფუზიით, დოზით 1000 სე /კგ/სთ, შეყ­ვანა წყდება, როცა პულსი ხდება პალპირებადი ან შეყვანის ადგილიდან ვითარდება სისხლდენა; აუცილებლობისას – ლოკალური ლიზისი დოზით 50 სე/კგ/სთ.

გვერდითი მოვლენები
რო­ტა­კი­ნა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს არას­პე­ცი­ფი­უ­რი რე­აქ­ცია
ცი­ლაზე: თა­ვის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის­რე­ვა, შე­ცი­ე­ბა, ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ციები
(გა­მო­ხა­ტუ­ლი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია
კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა), სის­ხლდე­ნა შეყ­ვა­ნის ად­გი­ლიდან, აგ­რეთ­ვე ღრძი­ლე­ბი­დან.
სწრაფი ინტრავენური შეყვანისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია, გულის
რით­მის დარღვევა. გასათვალისწინებელია ემბოლიის განვითარების შესაძ­ლებ­ლო­ბა (თრომბის ელემენტების მობილიზაციის გამო).

უკუჩვენება
– წი­ნა 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი ოპე­რა­ცია, ტრავ­მა, ბი­ოფ­სია, (ლა­ვი­წქვე­და ან სა­უღ­ლე ვე­ნის) პუნ­ქცია, გუ­ლის ტამ­პო­ნა­და, ენ­დოტ­რა­ქე­ული ინ­ტუ­ბა­ცია;
– თავის ტვი­ნის არ­ტე­რი­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა ად­გი­ლი ჰქონ­დეს მძი­მე არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის, ჰიპერტონიის ან დი­ა­ბე­ტუ­რი რე­ტი­ნო­პა­თი­ის, ახ­ლო
წარ­სულ­ში (2 თვემ­დე) გა­და­ტა­ნი­ლი ინ­სულ­ტის ან სხვა ცე­რებ­რო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი
პა­თო­ლო­გი­ის, ანევ­რიზ­მის დროს;
– სის­ხლდე­ნა ან სის­ხლდე­ნის განვითარების მა­ღა­ლი რის­კი (ჰე­მო­რა­გი­უ­ლი დია­თე­ზი, თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია, თირ­კმე­ლე­ბის და/ან ღვიძ­ლის მძი­მე უკ­მა­რისო­ბა, წი­ნა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში საჭ­მლის მო­მ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის ერო­ზი­ულ-წყლუ­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა – პეპ­ტი­უ­რი წყლუ­ლი, არას­პე­ცი­ფი­უ­რი წყლუ­ლო­ვა­ნი კო­ლი­ტი, დი­ვერ­ტი­კუ­ლი­ტი, მენ­სტრუ­- ა­ლუ­რი სის­ხლდე­ნა, ორ­სუ­ლო­ბის პერიოდი – გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ვე­ლი 18 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის აქ­ტი­უ­რი ფორ­მა, სიმ­სივ­ნეები, მწვა­ვე პან­კრე­ა­ტი­ტი);
– კარდიალური ემბოლიის რისკი, მაგალითად, წინაგულების ციმციმის დროს მიტ­რალური სარქვლის დაზიანებისა და ბაქტერიული ენდოკარდიტის ფონზე;
– ახლო წარსულში (მანეიტრალიზებელი ანტისხეულების მაღალი ტიტრის განსაზღვრამდე 5 დღიდან 6 თვემდე) სტრეპტოკინაზით მკურ­ნალობა;
– გულის მიტრალური მანკი წინაგულების ციმციმით, სეფსისური ენდო­კარდიტი;
– თავის ტვინის სიმსივნე ან მეტასტაზები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოიყენება უკუნაჩვენებია ორსულობისას (განსაკუთრებით პირველი 18 კვირის განმავლობაში) და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
რო­ტა­კი­ნა­ზით მკუ­რნა­ლო­ბის დაწ­ყე­ბა ყველა შემ­თხვე­ვა­ში სა­ჭი­როა რაც შე­იძ­ლე­ბა
ად­რე, ვი­ნა­ი­დან ­უ­კე­თე­სი ეფექ­ტი აღინიშნება ახა­ლად წარმოქმნილი თრომ­ბის
შემ­თხვე­ვა­ში. მკურ­ნა­ლო­ბა ტარ­დე­ბა თრომ­ბი­ნის დრო­ი­სა და სის­ხლში ფიბ­რი­ნო­გე­ნის შემ­ცვე­ლო­ბის კონ­ტრო­ლით. პრე­პა­რა­ტის შეყ­ვა­ნამ­დე რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია
ფიბ­რი­ნო­გე­ნის შემ­ცვე­ლო­ბის, თრომ­ბი­ნის დრო­ი­სა და აქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლობ­რი­ვი თრომ­ბოპ­ლას­ტი­ნუ­რი დრო­ის გან­საზ­ღვრა. გან­სა­კუთ­რე­ბულ სიფ­რთხი­ლეს მო­ით­ხოვს რა­ტო­კი­ნა­ზის და­ნიშ­ვნა 75 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლ პა­ცი­ენ­ტებში.
ჰეპარინის გამოყენება შეიძლება რატოკინაზის ინფუზიის შეწყვეტიდან არაუმცირეს 4 სა­ათში.
რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის სის­ტე­მუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტის დროს, თუ გა­სუ­ლია 24 სა­ა­თი და მე­ტი, ღრმა ვე­ნე­ბის თრომ­ბო­ზის დროს, თუ გა­სუ­ლია 14 დღე და მე­ტი; ბა­დუ­რას სის­ხძარ­ღვე­ბის თრომბოზის დროს: არ­ტე­რი­უ­ლი
ოკ­ლუ­ზიისას, თუ გა­სუ­ლია 6-8 სა­ა­თი და მე­ტი, ღრმა ვენებისას, თუ გასულია 10 დღე და მეტი, არტერიების ქრონიკული ოკლუზიისას, მათ შორის მა­ობ­ლი­ტირებელი
ენ­დარ­ტე­რიი­­ტის დროს, თუ გა­სუ­ლია 6 კვი­რა და მე­ტი.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი მოქმედების გაძლიერება (შედარებით ხშირად – სის­ხლ­დე­­ნა).
მკურ­ნა­ლო­ბა: სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბა (შეძლებისდაგვარად), ან­ტი­ფიბ­რი­ნო­ლი­ზური სა­შუ­ა­ლე­ბების (ტრა­ნექ­სა­მის მჟა­ვა, პა­რა­ა­მი­ნო­მე­თილ­ბენ­ზო­ი­ს მჟა­ვა, კა­ლიკ­რე­ი­ნის ან პრო­ტე­ა­ზის ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი, მათ შო­რის აპ­რო­ტი­ნი­ნი, ამი­ნო­კაპ­რონ­ის მჟა­ვა – 5 გ/სთ, შემდგომ 1 გ/სთ 4-8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ეფექ­ტის მიღ­წე­ვამ­დე) და­ნიშ­ვნა, სის­ხლის და­ნა­კარ­გის აღ­დგე­ნა (დექ­სტრა­ნი­სა და ჰიდ­როქ­სი­ე­თი­ლი­რე­ბუ­ლი სა­ხა­მე­ბე­ლის
გარ­და), სიმ­პტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ჰე­პა­რი­ნი, კუ­მა­რი­ნის წარ­მო­ე­ბუ­ლე­ბი, დი­პი­რი­და­მო­ლი, არ­ასტე­რო­ი­დუ­ლი ან­თე­ბის ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის აცე­ტი­ლსა­ლი­ცი­ლის მჟა­ვა, დექსტ­რა­ნე­ბი, ვალ­პრო­ის მჟა­ვა, აძ­ლი­ე­რებენ შე­დე­დე­ბის ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექტს და ზრდიან
სის­ხლდე­ნის რისკს.
შე­უ­თავ­სე­ბელია პლაზ­მის ჩა­მა­ნაც­ვლე­ბელ ხსნა­რებ­თან – ჰიდ­როქ­სი­ე­თი­ლი­რე­ბუ­ლ
სა­ხა­მე­ბე­ლთან და დექ­სტრა­ნთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, +2°С-დან +20°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
დაიცავით გაყინვისაგან.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოებიდან.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 1 500 000 სე ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: SEDICO pharmaceutical company, ეგვიპტე

გაფრთხილება