პროსტავერნ ურტიკა ლიკვიდი

პროსტავერნ ურტიკა ლიკვიდი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ პროსტავერნ ურტიკა ლიკვიდი  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


საერთაშორისო დასახელება: ჭინჭრის ფესვები/URTICAE RADIX

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროსტატის ადენომის სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი პერორალური მიღებისათვის:ფლაკონში 100 მლ
1 ფლ
ჭინჭრის ფესვების თხევადი ექსტრაქტი……    100 გ
ეთანოლი 30%…………………………………..       2 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი მცენარეული წარმოშობისაა. ახდენს რა გავლენას მეტაბოლურ პროცესებზე აქვეითებს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციას, ამუხრუჭებს წინამდებარე ჯირკვლის პროგრესულ ზრდას; აჩერებს ანთებით პროცესს ჯირკვალში. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას გამოყოფილი შარდის მოცულობას ზრდის, ზრდის მაქსიმალურ ნაკადს და ამცირებს ნარჩენი შარდის მოცულობას.

ჩვენებები:
დიზურია და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია I-II ხარისხის; არაინფიცირებული ქრონიკული პროსტატიტი;
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან სიმსივნეზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ აღდგენით პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:
შიგნით, 5 მლ 1–ჯერ დღეში ან 2–3 მლ 2–ჯერ დღეში. კაფსულის სახით – 1 კაფსულა 3–ჯერ დღეში, მცირე რაოდენიბის წყლის მიყოლებით. გაუმჯობესების შემდეგ 1 კაფსულა 2–ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლიობა  – 6–8 კვირა; აუცილებლობისას – იმეორებენ 6 თვის შემდეგ.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა.
სიფრთხილით: ღვიძლის დაავადებები, ეპილეფსია, თავის ტვინის დაზიანება, ალკოჰოლიზმი.

გვერდითი მოქმედება:
დისპეფსიური მოშლილობა, ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიისას ამსუბუქებს ტკივილის სიმპტომებს. თუმცა გაზრდილ ჯირკვალს არ ამცირებს.

მწარმოებელი: PHARMA WERNIGERODE

გაფრთხილება