ქოლელითიაზის, ქოლანგიტის, ქოლეცისტიტის დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები
|
1. |
||
| დიდი ქრისტესისხლას ბალახი | 25 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ. ½1/2 ჭიქა მიღებული გამონაცემი ქოლელიათიზის, ქოლეცისტიტისა და ქოლანგიტის დროს, დავლიოთ დილითა და საღამოს. |
| მწარე აბზინდას ბალახი | 25 გრ. | |
| ჩვეულებრივი ფარსმანდუკის ბალახი | 25 გრ. | |
| ჩვეულებრივი ვარდკაჭკაჭას ფესვი | 30 გრ. | |
| ყვითელი ნაღველას ფესვი | 30 გრ. | |
| სამკურნალო კატაბალახას ფესვი | 30 გრ. | |
|
2. |
||
| ქვიშის უკვდავას ყვავილები | 50 გრ. | 2 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ. თითო ჭიქა მიღებული გამონაცემი ქოლანგიტის დროს დავლიოთ დღეში ოთხჯერ ჭამის წინ. |
| წითელი მოცვის ფოთლები | 25 გრ. | |
| ჩვეულებრივი ასისთავას ბალახი | 20 გრ. | |
| მაღალი კულმუხოს ფესვი | 20 გრ. | |
| ჩვეულებრივი კოწახურის ფესვი | 15 გრ. | |
| ტანგუტის რევანდის ფესვი | 15 გრ. | |
| მწარე აბზინდას ბალახი | 15 გრ. | |
|
3. |
||
| ბაღის პიტნის ფოთლები | 20 გრ. | 2 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ. ქოლეცისტიტის და ქოლანგიტის დროს 1-2 ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ, ჭამამდე30 წუთით ადრე. |
| მწარე აბზინდას ბალახი | 20 გრ. | |
| სამკურნალო კატაბალახას ფესვები | 20 გრ. | |
| დასვრეტილი კრაზანას ბალახი | 30 გრ. | |
| ჩვეულებრივი სვიის გირჩები | 10 გრ. | |
|
4. |
||
| წყლის სამყურას ფოთლები | 20 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ. ქოლეცისტოპათიების დროს 1/2-1/3 ჭიქა მიღებული მონახარში დავლიოთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. |
| ყვითელი ნაღველას ფესვები | 20 გრ. | |
| სამკურნალო ბაბუაწვერას ფესვები | 30 გრ. | |
| ბაღის პიტნის ფოთლები | 30 გრ. | |

1. მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში, სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.
2. გადასვლა საწყის გვერდზე >>>
____________________________________
..