გაცივების დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები
|
1. |
||
| წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები | 50 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 30 წუთი, გავწუროთ.1 ჭიქა ცხელი მონახარში, გაცივების დროს, დავლიოთ ღამით. |
| ჩვეულებრივი ჟოლოს ნაყოფები | 50 გრ. | |
|
2. |
||
| ჩვეულებრივი ჟოლოს ნაყოფები | 40 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1 ჭიქა ცხელი გამონაცემი, გაცივების დროს, დავლიოთ ღამით. |
| ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები | 40 გრ. | |
| ჩვეულებრივი თავშავას ბალახი | 20 გრ. | |
|
3. |
||
| ჩვეულებრივი ჟოლოს ნაყოფები | 15 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული გამონაცემი, დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ (გაცივების დროს). |
| წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები | 15 გრ. | |
| სამგანყოფილებიანი ორკბილას ბალახი | 15 გრ. | |
| ჩვეულებრივი თავშავას ბალახი | 15 გრ. | |
| გაზაფხულის ფურისულას ბალახი და ფესვები | 10 გრ. | |
| შავი ანწლის ყვავილები | 10 გრ. | |
| დიდი ოროვანდის ფესვები | 20 გრ. | |
|
4. |
||
| შავი ანწლის ყვავილები | 50 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავწუროთ.თითო ჭიქა ცხელი გამონაცემი დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ (გაცივების დროს). |
| წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები | 50 გრ. | |
|
5. |
||
| შავი ანწლის ყვავილები | 30 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავწუროთ.თითო ჭიქა ცხელი გამონაცემი, დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ (გაცივების დროს). |
| წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები | 30 გრ. | |
| მეჭეჭიანი არყის ხის ყვავილები | 30 გრ. | |
|
6. |
||
| სააფთიაქო ბირკავას ბალახი | 30 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა გამონაცემი რამდენჯერმე გამოვივლოთ ყელში. |
| სააფთიაქო გვირილას ყვავილები | 30 გრ. | |
| სამკურნალო სალბის ყვავილები | 30 გრ. | |
|
7. |
||
| ქერიფქლას ყვავილები | 25 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული გამონაცემი რამდენჯერმე გამოვივლოთ ყელში (გაცივებით გამოწვეული ყელის ტკივილისას). |
| ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები | 25 გრ. | |
| სამკურნალო ტუხტის ფესვი | 25 გრ. | |
| ტყის ბალბის ყვავილები | 25 გრ. | |
|
8. |
||
| შიშველი ძირტკბილას ფესვი | 40 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.თითო ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ (გაცივების დროს). |
| წვრილფოთოლა ცაცხვის ყვავილები | 60 გრ. | |

1. მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში, სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.
2. გადასვლა საწყის გვერდზე >>>
__________________________________________
..