ამოსახველებელი და ხველების დროს რეკომენდებული მცენარეული ნაკრებები
|
1. |
||
| სამკურნალო ტუხტის ფესვი | 30 გრ. | 2 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ ორი ჭიქა ცივი წყალი. დავაყოვნოთ 8 საათი.1/2 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ დღეში ოთხჯერ (ამოსახველებლად). |
| შიშველი ძირტკბილას ფესვი | 30 გრ. | |
| მაღალი კულმუხის ფესვი | 30 გრ. | |
|
2. |
||
| მაღალი კულმუხის ფესვი | 30 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული გამონაცემი დავლიოთ დღეში ორ-სამჯერ (ამოსახველებლად). |
| გაზაფხულის ფურისულას ფესვი | 30 გრ. | |
| ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები | 30 გრ. | |
|
3. |
||
| ჩვეულებრივი თავშავას ბალახი | 20 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული თბილი გამონაცემი დავლიოთ დღეში სამ-ოთხჯერ (ამოსახველებლად). |
| ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები | 30 გრ. | |
| სამკურნალო ტუხტის ფესვი | 30 გრ. | |
|
4. |
||
| ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი | 20 გრ. | 1 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, ვადუღოთ 15 წუთი, გავაციოთ, გავწუროთ, დავამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.1/2 ჭიქა მიღებული სითხე ნახველიანი ხველის დროს დავლიოთ დღეში ოთხ-ხუთჯერ. |
| ჩვეულებრივი ვირისტერფას ფოთლები | 40 გრ. | |
| დიდი მრავალძარღვას ფესვი | 40 გრ. | |
|
5. |
||
| სამკურნალო ტეხტის ფესვი | 40 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყოვნოთ 20 წუთი, გავწუროთ.1/4 ჭიქა მიღებული სითხე, ამოსახველებლად, დავლიოთ ყოველ სამ საათში. |
| შიშველი ძირტკბილას ფესვი | 40 გრ. | |
| დიდი კამის ნაყოფები | 20 გრ. | |
|
6. |
||
| ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები | 20 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყოვნოთ 20 წუთი, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული სითხე სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს, დავლიოთ დღეში სამჯერ. |
| სამკურნალო ტუხტის ფესვი | 20 გრ. | |
| შიშველი ძირტკბილას ფესვი | 40 გრ. | |
|
7. |
||
| ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები | 20 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყოვნოთ 20 წუთი, გავწუროთ.1/2 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ ყოველ სამ საათში სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს. |
| სამკურნალო ტუხტის ფესვი | 20 გრ. | |
| შიშველი ძირტკბილას ფესვი | 40 გრ. | |
|
8. |
||
| სამკურნალო სალბის ფოთლები | 20 გრ. | 1 სუფრის კოვზ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დავაყოვნოთ 20 წუთი, გავწუროთ.1/4 ჭიქა მიღებული სითხე დავლიოთ ყოველ სამ საათში (ამოსახველებლად). |
| ჩვეულებრივი ანისულის ნაყოფები | 20 გრ. | |
| ჩვეულებრივი ფიჭვის კვირტები | 20 გრ. | |
| სამკურნალო ტუხტის ფესვი | 20 გრ. | |
| შიშველი ძირტკბილას ფესვი | 20 გრ. | |

1. მასალა აღებულია ლალი დათეშიძის და არჩილ შენგელიას წიგნიდან: “სამკურნალო მცენარეები. კულტივირება, გამოყენება, მარკეტინგი”. მასალა შემდგომი შესწავლის დასაგეგმი მონაცემთა ბაზის ნაწილია. მისი გამოყენება სამკურნალო პროცესში, სათანადო კვლევების ჩატარებამდე დაუშვებელია.
2. გადასვლა საწყის გვერდზე >>>
__________________________________________
…