პირი ღრუს ლორწოვანი გარსის კიბო

პირი ღრუს ლორწოვანი გარსის კიბო
არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პირი ღრუს ლორწოვანი გარსის კიბო – ამ ჯგუფში შედის ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც ვითარდებიან ენაზე, ლოყების ლორწოვან გარსში, პირის ღრუს ფსკერზე, ზედა და ქვედა ყბების ალვეოლურ კიდეებზე, მაგარ და რბილ სასაზე, სასის წინა რკალებზე.
ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე ხშირი ჰისტოლოგიური ვარიანტია ბტყელუჯრედოვანი გარქოვანებული კიბო. ამ ლოკალიზაციის სიმსივნეები ხშირია მამაკაცებში. სიმსივნისწინა პროცესებია: ბოუემის დაავადება, ლეიკოპლაკია, პაპილომატოზი, წითელი მგლურას შედეგები.

სიმპტომები, მიმდინარეობა

პირველი კლინიკური გამოვლინებებია-უმტკივნეულო კვანძები, ზედაპირული ეროზიები და ნახეთქები, რომლებიც თანდათანობით დიდდება. შემდეგში წარმოიქმნება ტკივილი ყურში ირადიაციით, სალივაცია, სისხლდენა, უსიამოვნო სუნი პირიდან.
პირის ღრუს უკანა ნახევრის ლორწოვანი გარსის კიბო მიმდინარეობს უფრო ავთვისებიანად, სწარაფად ინფილტრირებს მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებში. სიმსივნეს შესაძლოა ჰქონდეს ეგზოფიტური (წყლულები სიმსივნური რგოლით კიდეებზე ან სოკოსებრი წანაზარდები) ან ენდოფიტური ფორმა (ინფილტრატები, რომელთა საზღვრების დადგენა რთულია).
პირის ღრუს ლორწოვანის კიბო დროს მეტასტაზები ვიათარდება კისრის ზედაპირულ და ღრმა ლიმფურ კვანძებში. ცალკეული მეტასტაზები გვხვდება შემთხვევათა 1-2%-ში.

მკურნალობა

მკურნალობა ორ ეტაპად იყოფა: ზემოქმედება პირველად სიმსივნეზე და რეგიონალური მეტასტაზების მკურნალობა. მკურნალობა კომბინირებულია. თავდაპირველად ატარებენ ოპერაციისწინა გამათერაპიას, სიმსივნისშემდგომი ამოკვეთით. დაავადების გენერალიზებული ფორმების დროს შესაძლებელია ქიმიოპრეპარატების გამოყენება.

პირის ღრუს კიბოლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პირი ღრუს ლორწოვანი გარსის კიბო – ამ ჯგუფში შედის ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც ვითარდებიან:
✅ ენაზე;
✅ ლოყების ლორწოვან გარსში;
✅ პირის ღრუს ფსკერზე;
✅ ზედა და ქვედა ყბების ალვეოლურ კიდეებზე;
✅ მაგარ და რბილ სასაზე;
✅ სასის წინა რკალებზე
🔴 პირველი კლინიკური გამოვლინებებია-უმტკივნეულო კვანძები, ზედაპირული ეროზიები და ნახეთქები, რომლებიც თანდათანობით დიდდება
👂 შემდეგში წარმოიქმნება ტკივილი ყურში ირადიაციით, სალივაცია, სისხლდენა, უსიამოვნო სუნი პირიდან
📌 სიმსივნეს შესაძლოა ჰქონდეს:
➡️ ეგზოფიტური ფორმა – წყლულები სიმსივნური რგოლით კიდეებზე ან სოკოსებრი წანაზარდები;
➡️ ენდოფიტური ფორმა – ინფილტრატები, რომელთა საზღვრების დადგენა რთულია
👉 შეიტყვეთ მეტი არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სტატიიდან – https://bit.ly/3J0LwuJ
#პირისღრუსკიბო #პირისღრუსლორწოვანიგარისკიბო #ორალურიკიბო #პირისღრუსკიბოსსიმპტომები #პირისღრუსკიბოსნიშნები #პირისღრუსკიბოსმკურნალობა #პირისღრუსწყლულები #სისხლდენაპირისღრუდან #ლაქებიპირისღრუში #ტკივილიყლაპვისას #გამონაყარიპირისღრუში #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian