ადენინი

ადენინი – პურინის ფუძე; შედის ყველა ცხოველური ორგანიზმის ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში, ადენოზინფოსფატებში, ზოგიერთ კოფერმენტში და სხვა ბიოლოგიურად მნიშვნელოვან ნივთიერებებში.

პურინული ფუძე (6-ამინოპურინი), შედის დნმ-ის რნმ-ის ატფ-ის, კოფერმენტების შემადგენლობაში; 6-ამინოჯგუფის მოცილებით წარმოიქმნება ჰიპოქსანტინი.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook