ადენოჰიპოფიზი

ადენოჰიპოფიზი – (adenohypophysis ბერძნ.aden, adenis – ჯირკვალი, hypo – ქვევით, physis – წარმოქმნა, ზრდა და hypophysis – ტვინის დანამატი) ეპითელური წარმოშობის ჰიპოფიზის წინა წილი. გამოიმუშავებს ჰორმონებს, მოქმედებს სომატურ ქსოვილთა ზრდაზე და აგრეთვე სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე. წარმოიქმნება პირველადი პირის ღრუს ექტოდერმისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Share this...Share on Facebook
Facebook