ადიუვანტი

ადიუვანტი – ნივთიერება, რომელიც ზრდის ანტიგენის იმუნოგენობას აძლიერებს ან ახანგრძლივებს სამკურნალო საშუალებების მოქმედებას; ზოგიერთი ადიუვანტი გამოიყენება ვაქცინების დასამზადებლად (ალუმინის ოქსიდის ჰიდრატი და ადრენომიმეტური საშუალებები და სხვა). (1)

ადიუვანტი (adjuvant) – იმუნოგენეზის არასპეციფიკური სტიმულატორი, რომელსაც ზოგჯერ გააჩნია ანტისხეულის თვისებები. ადიუვანტი შეიძლება იყოს არაორგანული (ალუმინის და კალციუმის ფოსფატები, კალციუმის ქლორიდი და სხვა) და ორგანული (აგარი, გლიცეროლი, პროტამინები და სხვა) ნივთიერებები. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.