ლალი დათეშიძე
ადვენტიციური უჯრედები – (cellulae adventitiales ლათ. adventus – უცხო, გარეთა) ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის მცირედ დიფერენცირებული უჯრედები, რომლებიც განლაგებულია სისხლის კაპილარების გასწვრივ ენდოთელიუმის გარეთ. ისინი კაპილარული კედლის ადვენტიციურ შრეს ქმნიან და კამბიუმის როლს ასრულებენ. სინ. უჯრედები პერივასკულური, კამბიური, მეზენქიმური. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები