აეროფაგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აეროფაგია – (aerophagia; აერო – + ბერძ. phagein გადაყლაპვა) ჰაერის ჭარბი რაოდენობით გადაყლაპვა მისი შემდგომი ამობოყინებით; აღინიშნება საკვების არასწორად მიღების დროს (მაგ. სწრაფი ჭამის დროს), საჭმლის მომნელებელი აპარატის ზოგიერთი დაავადებების, ნევროზების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები