ავანსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ავანსი – 1) მატერიალური ფასეულობებისათვის, შესრულებული სამუშაოსათვს ან გაწეული მომსახურებისათვის წინასწარ გადახდილი თანხა. ავანსის მოცულობა ჩვეულებრივ მთლიანი გადასახდელი თანხის 10 – 15% – ს შეადგენს. ავანსი ჩაითვლება ან სრულად – (საქონლის, სამუშაოსა ან მომსახურების საბოლოო ანგარიშსწორებისას) ან ნაწილ – ნაწილ, – საქონლის ცალკეული პარტიების ან სამუშაოების ცალკეული ეტაპების ანაზღაურებისას. ხელშეკრულების გაწყვეტის ან ავანსის მიმღების მიერ თავის ვალდებულებების შეუსრულებლობისას ავანსი ექვენდებარება დაბრუნებას. ავანსი არ უნდა აგვერიოს ბე – ში, რომელსაც სხვა იურიდიული მნიშვნელობა აქვს. 2) თანხა, რომელიც გაიცემა გარკვეული დავალების შესასრულებლად საჭირო ხარჯების დასაფარავად (აგენტზე, რწმუნებულზე, თანამშრომელზე მივლინებისას და სხვ.). ამ დროს ავანსის მიმღები პირი ვალდებულია წარადგინოს გახარჯული თანხის შესახებ ანგარიში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები