ავტორადიოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ავტორადიოგრაფია – (autoradiographia ბერძნ.autos – თვით, radio – ვასხივებ და grapho – ვწერ) ციტო და ჰისტოლოგიური გამოკ­ვლევების ერთ – ერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე მეთოდი, რომელიც შესაძლებელს ხდის უჯრედებსა და ქსოვილებში რადიაქტიული იზოტო­პებით (H3, C14, P32 და სხვ.) ნიშანდებულ ნივთიერებათა განლაგების შესწავლას. მეთოდი დამყარებულია უჯრედებში ჩართული იზოტოპების უნარზე, α, β ან γ გამოსხივებით აღადგინოს ვერცხლი ფოტოემულსიისა, რომლითაც ფარავენ გამოსაკვლევ ქსოვილოვან ანათლებს ან უჯრედებს. ფოტოემულსიის გამომჟღავნების შემდეგ ტრეკების სახით წარმოქმნილი ვერცხლის მარცვლები თავისებური ავტოგრაფებია, რომელთა ლოკალი­ზაციის მიხედვით მსჯელობენ ხმარებული ნივთიერებების ჩართვაზე უჯ­რედში. უკანასკნელ წლებში ტრიტიუმით ნიშანდებული ნივთიერე­ბების – ნუკლეინის მჟავათა წინამორბედების (თიმიდინის, ციტიდინის, ურიდინის, ადენინის) ფართო ხმარებამ გამოავლინა დნმ – ის, რნმ – ისა და უჯრედული ცილების სინთეზის მრავალი მხარე. ავტორადიოგრაფიის მეთოდის საფუძველზე შესწავლილია მიტოზის ციკლი და სხვა მრავალი საკითხი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები

Share this...Share on Facebook
Facebook