აკანთოცეფალოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აკანთოცეფალოზი – (Acanthocephaloses), პარაზიტული ჭიებით, აკანთოცეფალებით, გამოწვეული დაავადება. ეს ჭიები პარაზიტობენ ღორის, ხორცის მჭამელი ცხოველის, ფრინველის, თევზის, იშვიათად ადამიანის ნაწლავებში. აკანთოცეფალოზებიდან ყველაზე გავრცელებული და საშიშია ღორის მაკრაკანთორინქოზი, იხვის პოლიმორფოზი და ფილიკოლოზი. მაკრაკანთორინქოზის დროს ცხოველი მოუსვენარია. ეწყება მუცლის კუნთის კანკალი, სკორეში შეიმჩნევა სისხლის მინარევი. ავადმყოფი ღორებიდან 30% – ზე მეტი იღუპება. პოლიმორფოზისა და ფილიკოლოზის ძირითადი ნიშნებია ნაწლავის კედლის ძლიერი დაზიანება და წყლული იმ ადგილას, სადაც პარაზიტია მიმაგრებული. ფრინველი სწრაფად სუსტდება,ზრდა – განვითარებაშიც ჩამორჩება. აკანთოცეფალოზის დიაგნოზს ადგენენ სკორეში პარაზიტის კვერცხის აღმოჩენით. პოლიმორფოზს მკურნალობენ ოთხქლორიანი ნახშირბადით (დოზა 2 მლ 1კგ ცოცხალ წონაზე). მაკრაკანთორინქოზისა და ფილილიკოზის მკურნალობა შემუშავებული არ არის. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები