აკაროლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აკაროლოგია – (ბერძნ. akari – ტკიპა და logos – მოძღვრება). ზოოლოგიის დარგი, რომელიც შეისწავლის ტკიპებს. ტკიპები ფართოდ არიან გავრცელებული და დიდი მნიშვნელობა აქვთ ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში. ცნობილია მათი 10 ათასზე მეტი სახეობა. გარდა სპეციალური აკაროლოგიისა რომელიც ტკიპებს წმინდა ზოოლოგიური თვალსაზრისით იკვლევს, განარჩევენ სამედიცინო, ვეტერინარულ, და სასამართლო სამედიცინო აკაროლოგიას. ეს დარგები სახავენ მავნე ტკიპების წინააღმდეგ ბრძოლისა და სასარგებლო სახეობათა დაცვის ღონისძიებებს. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები