აკატალაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

აკატალაზია – ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი ანომალია, რომელიც უკავშირდება ფერმენტ კატალაზის არარსებობას სისხლსა და ქსოვილებში. მის ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს ალვეოლური პიორეა. დაავადება ვლინდება მოზარდთა ასაკში ღრძილების მორეციდივე დაწყლულებით. გამოხატულ შემთხვევებში ვითარდება ალვეოლური განგრენა, ღრძილების ატროფია, კბილების დაცვენა. ავთვისებიანი ფორმები ხასიათდება განგრენის გავრცელებით ყბების რბილ ქსოვილებსა და ძვლოვან სტრუქტურებზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. სამონასტრო ბაღები