ამბივალენტობა გრძნობისა

ამბივალენტობა გრძნობისა – (ლათ. ambo = ორივე და valentia = ძალა). ემოციურ განცდათა სპეციფიკური თვისება, რომელიც საწინააღმდეგო გრძნობათა ერთდროულ, ერთ მთლიანობაში განცდას გულისხმობს. ტერმინი ამბივალენტობა ფსიქოანალიზის სკოლას ეკუთვნის. შემოიღო შვეიცარელმა ფსიქოლოგმა ე. ბლოილერმა. თანამედროვე ფსიქოლოგიაში ამბივალენტურ გრძნობებს უწოდებენ ისეთ განცდებს, როცა სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობები ერთმანეთს კი არ ანეიტრალებენ, არამედ ერთმანეთს ერწყმიან. მაგ., ავტომანქანით დიდი სისწრაფით ქროლვისას, მთის მწვერვალზე დგომისა და სხვ. ანალოგიურ შემთხვევებში ადამიანი ერთდროულად შიშსაც განიცდის და სიამოვნებასაც. [“1”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook