ამილნიტრიტი

თურმანიძის მალამო

ამილნიტრიტი – აზოტოვანი მჟავისა და იზოამილის სპირტის რთული ეთერი. გამჭვირვალე, მოყვითალო აქროლადი სითხე, აქვს ხილის სუნი, tდუღ. 99°C ადვილად იხსნება სპირტში, ეთერსა და ქლოროფორმში, თითქმის არ იხსნება წყალში. სინათლისა და ჰაერის მოქმედებით იშლება. იხმარება სისხლძარღვთა გამაფართოებელ საშუალებად სტენოკარდიული სეტევის დროს, აგრეთვე ანტიდოტად ციანწყალბადით მოწამვლის შემთხვევაში. ამილნიტრიტი არ ენიშნებათ გლაუკომით დაავადებულებს. ა. მშვიდობაძე [“1”]


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook