ანგიომები

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანგიომები – (კანისა და ვენ. დაავ.) სისხლძარღვების კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნები. შესაძლებელია ფორმირებულნი იყვნენ როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ასევე დაბადების შემდეგაც. სიმპტომები. კლინიკურად ყველაზე ხშირად გვხვდება მოხუცებულობითი, ვარსკვლოვანი, ბრტყელი, კვანძოვანი, კავერნოზული ანგიომები, იშვიათად – სხვა ფორმები. მოხუცებულობითი ანგიომები ვითარდება 45 – 50 წელს გადაცილებულ პირებში, გააჩნია მოვარდიფრო – წითელი შეფერილობის, ქინძისთავის ან უფრო დიდი ზომის, არაანთებითი წარმონაქმნების შესახედაობა. ვარსკვლავისებური ანგიომა გვხვდება ნებისმიერ ასაკში, მათ შორის ბავშვებშიც, გააჩნია ერთეული მოხუცებულობითი ანგიომების შესახედაობა, მაგრამ მისგან სხივისებურად გამოსული წვრილი, მცირეოდენ დაკლაკნილი, ხისებურად დატოტილი სისხლძარღვებით. ჩვეულებრივ აღინიშნება სახეზე. ბრტყელი ანგიომა – მოვარდისფრო – ლურჯი ელფერის, შემოსაზღვრული, რამდენადმე ამოწეული სისხლძარღვოვანი ლაქა, ხშირად თანდაყოლილი. კვანძოვანი ანგიომა მკვეთრად გამოდის წილაკოვანი კვანძების სახით; ბავშვის ყვირილის, ნერვიულობის დროს ისინი მცირეოდენ გაჯირჯვებას განიცდიან. კავერნოზული ანგიომა გამოიყურება როგორც კანის ზედაპირიდან მკვეთრად ამოწეული, იისფერი, შედარებით უფრო დიდი ზომის, ელასტიური სისხლძარღოვანი წარმონაქმნი; მასზე ხელისგულის მიდების შემდეგ, ჩვეულებრივ იგრძნობა პულსაცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Share this...Share on Facebook
Facebook