ანევრიზმული ცისტა

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანევრიზმული ცისტა – სისხლით ავსებული ღრუ ძვალში, რომელიც ჰგავს ანევრიზმას. დაავადების ეტილოგია უცნობია. წარმოიქმნება 20 წლამდე ასაკში, ვითარდება თანდათანობით; ლოკალიზდება უმთავრესად გრძელ მილოვან ძვლებში ან ხერხემალში. ვლინდება ტკივილით, ლოკალური შეშუპებით. მალების დაზიანებისას შესაძლო გართულებებია: ზურგის ტვინის ან მისი ფესვების კომპრესია. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად და ბიოფსიით. მკურნალობა ოპერაციულია, ქირურგიული ჩარევის შეუძლებლობისას ნაჩვენებია სხივური თერაპია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Share this...Share on Facebook
Facebook