ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ანგიობლასტი, ჰემანგიობლასტი – (haemangioblastus ბერძნ. angion – სისხლძარღვი, blastos – ღივი, ნერგი, ჩანასახი) სისხლისა და სისხლძარღვთა ნერგის უჯრედები. წარმოიქმნება ჩანასახის მეზენქიმის უჯრედებისაგან. მეზენქიმის უჯრედი (მეზენქიმოციტი – mesenchymocytus) დასაბამს აძლევს სისხლძარღვებისა და ლიმფური ძარღვების ენდოთელიუმს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი