ანკეტური გამოკითხვა

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანკეტური გამოკითხვა – (ფსიქოლოგია) მოსახლეობისადმი ან სპეციალისტებისადმი მიმართვა ინფორმაციისათვის, სხვადასხვა მოვლენებისადმი დამოკიდებულების შესახებ – ყველაზე გავრცელებული მეთოდი პირველადი ინფორმაციის მოსაპოვებლად სოციოლოგიაში, სადაც აუცილებელია შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ადამიანთა ქცევის ფაქტების, შეხედულებების, მათი მოქმედებების პროცესებისა და რეზულტატების მონაცემთა რეგისტრაცია. ანკეტური გამოკითხვის ჩატარების სიტუაცია წარმოადგენს ურთიერთობის კერძო შემთხვევას, მაგრამ გააჩნია თავისი ფსიქოლოგიური თავისებურებანი. ანკეტური გამოკითხვა წარმოადგენს ასიმეტრიულ ურთიერთობას, რომლის დროსაც სოციოლოგი (ინტერვიუერი) თავის თავზე იღებს ზემოქმედების ფუნქციის უპირატესობას, ანუ, გამოდის როგორც სუბიექტი, ხოლო ინფორმანტი – როგორც ობიექტი. ამასთან სოციოლოგს გააჩნია მიზანი (მიიღოს პასუხი კითხვებზე), ხოლო ინფორმანტს ასეთი მიზანი არა აქვს, მას შეუძლია თავიდან აიცილოს გამოკითხვაში მონაწილეობა. ანკეტური გამოკითხვა წარმოადგენს ურთიერთობას, გასაშუალებულს როგორც ინტერვიუერის პიროვნების, ასევე გამოკითხვის ტექნიკური საშუალებების, მათ შორის ანკეტის სტრუქტურისა და შინაარსის მიერ. მიღებული ინფორმაციის დამუშავებისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას, რომ მკვლევარი საგანს უდგება მეცნიერული პოზიციით, რესპონდენტი კი აზროვნებს ჩვეულებრივი, ყოველდღიური აზროვნებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Share this...Share on Facebook
Facebook