ანორექსია ნევროგენული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანორექსია ნევროგენული – ადრეული ასაკის ბავშვებში ამ დაავადების მიზეზები შესაძლებელია იყოს პოსტჰიპოქსიური ენცეფალოპათია, მუცელშიგა ჰიპოტროფიის ნევროპათური ფორმა, ძლიერი შიში, არასწორი ან იძულებითი კვება, ბავშვის იზოლაცია და სხვ. ნევროგენური ანორექსია შესაძლებელია განპირობებული იყოს ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზურ სისტემაში არსებული დარღვევებით, წარმოადგენდეს შიზოფრენიის ან სხვა ფსიქიკური დაავადების დასაწყისს. კლინიკური სურათი. პატარა ბავშვებში დამახასიათებელია კვებაზე უარის თქმა, არაიშვიათად პირღებინება. უფროსი ასაკის ბავშვებში (ხშირად გოგონებში) ასევე ადგილი აქვს კვებაზე უარის თქმას გახდომის მიზნით, ისინი თანდათანობით კრძალავენ ცხიმიან, შემდეგ კი ცილოვანი საკვების მიღებას, გადადიან მცირე რაოდენობის ნახშირწყლებზე: კანფეტები, ნაყინი, ხილი. არაიშვიათად აღინიშნება ასევე გახდომის სხვა სიმპტომებიც: ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშები, ღებინებისა და საფაღარათო საშუალებების მიღება. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში იწვევს გამოფიტვას, საერთო სისუსტეს, ანემიას, შეკრულობას, გოგონებში ამენორეას. დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზსა და კლინიკურ სიმპტომებს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ანემიასთან, ამენორეასთან, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობასთან, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან, ჩვეულ ღებინებასთან. მკურნალობა. პატარა ბავშვებში აუცილებელია მოიხსნას სტრესის მიზეზი, მოწესრიგდეს კვების რეჟიმი. ზოგჯერ იყენებენ სედატიურ საშუალებებს. აუცილებელია ფსიქიატრის კონსულტაცია. პროგნოზი ცალკეულ შემთხვევებში საკმაოდ სერიოზულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები  5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook