ასთენოპია აკომოდაციური

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ასთენოპია აკომოდაციური – ეტიოლოგია, პათოგენეზი. არაკორეგირებული ჰიპერმეტროპია, პრესბიოპია, ასტიგმატიზმი; ცილიარული კუნთის სისუსტე. ზედმეტი დაძაბვის გამო ხდება ცილიარული კუნთის დაღლა; მის შესუსტებას ხელს უწყობს ზოგადი დაავადებები და ინტოქსიკაციები. სიმპტომები: თვალებში დაღლისა და სიმძიმის შეგრძნება; თავის ტკივილი და ტკივილი თვალებში ახლო მანძილზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ; 40 წელზე უფროს პირებში ასთენოპიის მოვლენები ძლიერდება აკომოდაციის ასაკობრივი შესუსტების გამო. დიაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ ჩივილებს, რეფრაქციის და აკომოდაციის მდგომარეობას. საშუალო და მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი ან ცილიარული კუნთის სისუსტის გამოვლინებები ადასტურებენ დიაგნოზს. მკურნალობა, პროფილაქტიკა. ჰიპერმეტროპიის, პრესბიოპიის და ასტიგმატიზმის დროს მაკორეგირებელი სათვალეების დანიშვნა. ბავშვები უნდა ატარებდნენ სათვალეს მუდმივად, მოზრდილები – კითხვისა და წერის დროს. მუშაობის დროს საჭიროა სამუშაო მაგიდის კარგი, თანაბარი განათება, თვალების ხშირი დასვენება; გამაკაჟებელი მკურნალობა. ცილიარული კუნთის სისუსტის დროს – ვარჯიში. მკურნალობის შედეგად როგორც წესი, ხდება ასთენოპიური მოვლენების მოხსნა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები
 5. ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook