ატფ

თურმანიძის მალამო

ატფ – (ადენოზინტრიფოსფორმჟავა)  – ნაერთი, რომელიც შედგება ადენინის, რიბოზისა და სამი ფოსფატური ჯგუფისაგან. ატფ – ის მოლეკულაში ფოსფატური ჯგუფები მიერთებულია მაკროერგული კავშირების მეოხებით, ასე რომ, მათი მოწყვეტის დროს დიდი რაო­დენობით ენერგია თავისუფლდება. ამ დროს ატფ გარდაიქმნება ადფ – ად (ადენოზინდიფოსფორმჟავად). ატფ – ს შეიცავს მიტოქონდრიები და სხვა მრავალი უჯრედოვანი სტრუქტურა. ის გამოიყენება უჯრედის სუნთქვის პროცესში, კუნთების შეკუმშვისა და უჯრედის გაყოფის დროს, უზრუნველყოფს რა ქრომოსომების გადაადგილებას, წამწამების შეკუმშვის დროს, აგრეთვე სხვა მრავალ უჯრედშიდა პროცესში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

ატფ (ATP) – ნუკლეოტიდი, შედეგება ადენინის, რიბოზის და ფოსფორმჟავას სამი ნაშთისაგან; ყველა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში, წარმოადგენს ქიმიური ენერგიის უნივერსალურ დამგროვებელს (ამფ-ის და ადფ-ის ფოსფორილირებისას) და გადამცემს. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook